კახა კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე: ისინი არ ეკუთვნიან ჩვენს სამშობლოს, სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავენ, ჰყავთ თავიანთი პატრონები
მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი სასამართლო პროცესი პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა და აგვისტოს ომის მოვლენებზე თქვა, რომ 2008 წელს რუსეთი შემოვიდა არა სამიოდე, პრაქტიკულად, ძალიან პატარა სოფლის დასაპყრობად, არამედ ქართული სახელმწიფოს მთლიანად დასანგრევად და მის მოსაკლავად.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, კონკრეტული პირების განცხადებები საქართველოსა და მისი ინტერესების მიმართ მათი დამოკიდებულებით არის განპირობებული.
მისი თქმით, ისინი საქართველოს ინტერესების ნაცვლად სხვა ქვეყნების ინტერესებს იცავენ და შესაბამის დავალებებს ასრულებენ.
„შენ როდესაც არ ეკუთვნი საქართველოს, ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, გექნება იმ ტიპის დამოკიდებულება, რასაც ვისმენთ მისი [სააკაშვილის] განცხადებებიდან. გექნება ის დამოკიდებულება, რაც სოხუმთან დაკავშირებით, მაგალითად, ერთ-ერთი გამოსვლის დროს ამ ადამიანმა დააფიქსირა და ისაუბრა.
ისინი არ ეკუთვნიან ჩვენს სამშობლოს, სხვა ქვეყნის ინტერესებს იცავენ, ჰყავთ თავიანთი პატრონები და მოქმედებენ შესაბამისი დავალებებით. რა დავალებასაც მიიღებს, არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება, კონკრეტულად სააკაშვილი იყოს, მაგრამ ქვემოთ იშლებოდა და ასრულებდნენ თავიანთი პატრონების დავალებას.
ის მოღალატეობრივი ქმედებები, რაც იყო 2008 წლის 8 აგვისტოს, ის ნაბიჯები, რაც იქნა გადადგმული, ეს არის მოღალატეობრივი ქმედებები. სხვა ვერანაირად ვერ შეაფასებ ამ ქმედებებს“, - აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე.
1790602815
ახალი ამბებიპარლამენტში ინიციირებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებით, წესდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის ზღვარი, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას დაიწყებს. კანონპროექტი ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდ...
1790601533
საზოგადოებალარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6055 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6080 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1790601374
საზოგადოებათამარ ჩერგოლეიშვილმა ფორმულას წამყვანებს, სანაიას, ჟიჟილაშვილს, თარგამაძეს და ზურაბიანს „ბრადიაგები“ უწოდა
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ნიკა გვარამიას სტუმრობას ეხმიანება და მასა და წამყვან ვახო სანაიას შორის გამართულ დიალოგზე წერს. „კლდიაშვილი რა გენი...
1790600745
ახალი ამბებითბილისში სტუდენტი დაჭრეს
თბილისში ირინა ენუქიძის ქუჩაზე სტუდენტი დაჭრეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მ...
1790600582
ახალი ამბებიავთანდილ კასრაძე: ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბითა და საერთაშორისო აქსელერატორების ჩართულობით, ვავითარებთ გარემოს, რომელიც ცოდნას, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობებს აერთიანებს
„ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონში ინოვაციის ჰაბად, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ღირებულების ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, რისთვისაც აუცილებელია...




























