დავით მათიკაშვილი: სააკაშვილსა და მის მოღალატეობრივ პარტიას საკუთარი ღალატი რამდენჯერმე აქვს აღიარებული

„ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგ აღიარებას უწოდებს. სააკაშვილმა დღეს სასამართლოში 2008 წლის აგვისტოზე საუბრისას რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიები ძალიან პატარა სოფლებად მოიხსენია.

მათიკაშვილის თქმით, სააკაშვილსა და მის მოღალატეობრივ პარტიას საკუთარი ღალატი რამდენჯერმე აქვს აღიარებული.

„ეს არის 2008 წელს, ომის დამთავრებიდან ძალიან მალევე ცნობილ რეზოლუციაზე ხელმოწერა, სადაც საკუთარ ჯარს დააბრალა ცხინვალის დაბომბვა, ეს არის ტალიავინის დასკვნა, რომელზედაც მოაწერეს ხელი მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ბოლოს, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი საგამოძიებო კომისიის მასალები, თუ რა ღალატს ჰქონდა ადგილი 2008 წელს ომის დაწყებამდე, რამ განაპირობა ეს სამწუხარო მოვლენები. არანაირი გამართლება არ აქვს ინტერვენციას, რაც განახორციელა რუსეთმა, ეს არის უდიდესი დანაშაული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. მაგრამ ამ ყველაფერს წინ რა უძღოდა? სააკაშვილის ღალატი, მისი მილიტარისტული განზრახვები და ის ნაბიჯები, რამაც 2008 წლის 8 აგვისტოს ეს ინტერვენცია გამოიწვია. აქ წერტილია დასმული და საზოგადოებამ ყველაფერი კარგად იცის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790602815

ახალი ამბები

პარლამენტში ინიციირებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებით, წესდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის ზღვარი, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას დაიწყებს. კანონპროექტი ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდ...

შალვა პაპუაშვილი

1790601533

საზოგადოება

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6055 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6080 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

სს

1790601374

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილმა ფორმულას წამყვანებს, სანაიას, ჟიჟილაშვილს, თარგამაძეს და ზურაბიანს „ბრადიაგები“ უწოდა

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ნიკა გვარამიას სტუმრობას ეხმიანება და მასა და წამყვან ვახო სანაიას შორის გამართულ დიალოგზე წერს. „კლდიაშვილი რა გენი...

ტტტ

1790600745

ახალი ამბები

თბილისში სტუდენტი დაჭრეს

თბილისში ირინა ენუქიძის ქუჩაზე სტუდენტი დაჭრეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1790600582

ახალი ამბები

ავთანდილ კასრაძე: ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბითა და საერთაშორისო აქსელერატორების ჩართულობით, ვავითარებთ გარემოს, რომელიც ცოდნას, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობებს აერთიანებს

„ჩვენი მიზანია, საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონში ინოვაციის ჰაბად, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ღირებულების ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნას და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას, რისთვისაც აუცილებელია...

ავთანდილ კასრაძე