დავით მათიკაშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: საქართველოს მტრებს არ მოსწონთ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი ეკონომიკურ სიძლიერესთან ერთად კიდევ უფრო მეტად მყარდება და ძლიერდება და ამიტომაც იყო მცდელობა საზოგადოებაში შფოთის შეტანის
უპრეცედენტო ინვესტიცია ჩვენი სახელმწიფოსთვის ქმნის ეკონომიკური წინსვლისა და აღმშენებლობის დამატებით მნიშვნელოვან გარანტიებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, არანაირი ორი არაბული დასახლება არ შენდება, არამედ ეს იქნება ევროპული ტიპის ქართული დასახლება, სადაც დასაქმდებიან საქართველოს მოქალაქეები.
„სწორედ ეს არ მოსწონთ ჩვენი ქვეყნის მტრებს, არ მოსწონთ ის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი მისი ეკონომიკურ სიძლიერესთან ერთად კიდევ უფრო მეტად მყარდება და ძლიერდება. ამიტომაც იყო მცდელობა საზოგადოებაში შფოთის შეტანის, საზოგადოების მოტყუების. სინამდვილეში არანაირი ორი არაბული დასახლება არ შენდება ჩვენს ქვეყანაში. ეს იქნება, როგორც პრემიერმა განაცხადა, 2 ლამაზი ევროპული ტიპის ქართული დასახლება, სადაც დასაქმდებიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები 20 000-ზე მეტი დროებითი და 8.000-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილით. მილიარდობით ლარის შემოსავალს მიიღებს ჩვენი ქვეყანა და რა თქმა უნდა, მიწა უცხოელებზე არ გასხვისდება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ როდესაც ერთ საინვესტიციო პროექტს ქვეყნის განვითარებისთვის ეფექტი მოაქვს, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს უცხოტომელი არაკეთილმოსურნეები მის წინააღმდეგ აქტიურობენ და საკუთარ აგენტურას სრული ძალისხმევით ამუშავებენ.
1763358236
ახალი ამბებიზუკა რურუა ეროვნული ნაკრების მიმართ ბულინგის კამპანიაზე: მათ განცხადებებს და ბულინგს უკვე არანაირი ძალა არ აქვს - ყველაფერი გააკეთეს ჩვენმა ფეხბურთელებმა და ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ
ყველაფერი გააკეთეს ჩვენმა ფეხბურთელებმა და ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ. რურუა გამო...
1763357352
ახალი ამბებირიმა ბერაძე Eagle Hills-ის პროექტზე: ის მოუტანს ძალიან დიდ მოგებას ჩვენს ქვეყანას, წლიურად 500 მილიონი შემოვა სახელმწიფოს ბიუჯეტში
„ის მოუტანს ძალიან დიდ მოგებას ჩვენს ქვეყანას, წლიურად 500 მილიონი შემოვა სახელმწიფოს ბიუჯეტში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ Eagle Hills-ის პროექტზე სა...
1763354678
ახალი ამბებინინო წილოსანი: ხელისუფლება აქტიურად იზრუნებს პოლიციელების კეთილდღეობაზე
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება დიდ რისკთან არის დაკავშირებული, ამიტომ ხელისუფლება აქტიურად იზრუნებს პოლიციელების კეთილდღეობაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილ...
1763324496
საზოგადოება„მოდით, ერთად ვილოცოთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის ომისგან განადგურებულ უკრაინაში“ - რომის პაპი
რომის პაპმა ლეო XIV-მ სამძიმარი გამოთქვა უკრაინაში ბოლო დროს მომხდარი დაბომბვის შედეგად დაღუპულთა გამო. როგორც პაპის X-ზე გამოქვეყნებულ პოსტშია ნათქვამი, იგი „მწუხარებით ადევნებს თვალყურს უკრაინის მრ...
1763323334
საზოგადოებაირაკლი ნადარეიშვილი: ნებისმიერი სპეკულაცია იმაზე, რომ სახელმწიფო შევიდა ბიზნესში, არის ნამდვილად ღიმილისმომგვრელი. ჩვენი როლი ამ შემთხვევაში არის პასიური. ბიზნესის მართვას განახორციელებს „იგლ ჰილსი“, ეს მათი პრეროგატივაა
როგორც ცნობილია საზოგადოებისთვის, ეს არის ის პარტნიორობა, როდესაც სახელმწიფო არის ერთობლივი კომპანიის პარტნიორი. 33,33% სახელმწიფოს აქვს ამ კომპანიაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ეკონომიკისა...





























