ირაკლი ნადარეიშვილი „იგლ ჰილსთან“ შეთანხმების კონფიდენციალობაზე: ასეთი ხელშეკრულების საჯაროობის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, „იგლ ჰილთან“ გაფორმებული შეთანხმება სწორედ ინვესტორის მოთხოვნით გახდა კონფიდენციალური.
„უფრო მეტად იმის ახსნა გამიჭირდებოდა, ასეთი ტიპის ხელშეკრულება საჯარო რომ ყოფილიყო, რადგან მსგავსი პრეცედენტი უბრალოდ არ არსებობს. ეს არის კომერციული ხელშეკრულება, რომლის გასაჯაროების ინტერესი ვერანაირად ვერ ექნება „იგლ ჰილსს“, რომელიც, როგორც ვიცით, არაერთ ქვეყანაში ოპერირებს,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, მსგავსი შეთანხმებების პირობები ვერ იქნება შაბლონური და სტანდარტული, პირიქით, არის უნიკალური და შედეგი იმ მოლაპარაკებებისა, რომლებიც პარტნიორებს შორის ხდება ნებისმიერი კომერციული შეთანხმებისას.
„ეს არის „იგლ ჰილსის“ მოთხოვნა. საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას და რა თქმა უნდა, იქნა კიდეც დაკმაყოფილებული, თუმცა შეთანხმების ძალიან ბევრი დეტალი დღეს არის საჯარო, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა ძალიან ბევრ კითხვას უპასუხა იმ დეტალებითა და კონკრეტიკით, რომელიც ამ ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
1763362107
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ისრაელში ოფიციალურ ვიზიტს მართავს
საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში, მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის სახელმწიფოში პირველ ოფიციალურ ვიზიტს მართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მ...
1763361401
ახალი ამბებიზაზა შათირიშვილი Ipsos-ის კვლევაზე: ეს კვლევაც, ისევე როგორც ყველაფერი, რაც დღეს ევროკავშირში ხდება - „დიფ სთეითის“ სატყუარაა და გრძელვადიან მიზნებზეა გათვლილი
„ბოლო დღეებში ევროპული მასმედია აქტიურად აშუქებს ცნობილი ფრანგული კვლევითი ორგანიზაციის, Ipsos-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომლის მიხედვითაც, ევროპაში თურმე დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის, ქვეყ...
1763360233
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი „იგლ ჰილსის“ პროექტზე: საქართველოს მტრებს არ მოსწონთ, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი ეკონომიკურ სიძლიერესთან ერთად კიდევ უფრო მეტად მყარდება და ძლიერდება და ამიტომაც იყო მცდელობა საზოგადოებაში შფოთის შეტანის
უპრეცედენტო ინვესტიცია ჩვენი სახელმწიფოსთვის ქმნის ეკონომიკური წინსვლისა და აღმშენებლობის დამატებით მნიშვნელოვან გარანტიებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომ...
1763358236
ახალი ამბებიზუკა რურუა ეროვნული ნაკრების მიმართ ბულინგის კამპანიაზე: მათ განცხადებებს და ბულინგს უკვე არანაირი ძალა არ აქვს - ყველაფერი გააკეთეს ჩვენმა ფეხბურთელებმა და ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ
ყველაფერი გააკეთეს ჩვენმა ფეხბურთელებმა და ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ. რურუა გამო...
1763357352
ახალი ამბებირიმა ბერაძე Eagle Hills-ის პროექტზე: ის მოუტანს ძალიან დიდ მოგებას ჩვენს ქვეყანას, წლიურად 500 მილიონი შემოვა სახელმწიფოს ბიუჯეტში
„ის მოუტანს ძალიან დიდ მოგებას ჩვენს ქვეყანას, წლიურად 500 მილიონი შემოვა სახელმწიფოს ბიუჯეტში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ Eagle Hills-ის პროექტზე სა...































