დავით მათიკაშვილი „კამიტით მოწამვლის“ კამპანიაზე: სიცრუით, რომელიც „ბიბისის“ მიერ იქნა წარდგენილი და სუს-მა გამოძიებით დაადასტურა, რომ არანაირი საფუძველი არ გააჩნია, რადიკალები ცდილობენ, ისევ მოატყუონ საზოგადოება

 სიცრუით და ტყუილით, რომელიც „ბიბისის“ მიერ იქნა წარდგენილი საზოგადოებისთვის, რასაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია და სუს-მა ეს გამოძიებით დაადასტურა, რადიკალები ცდილობენ, მღვრიე წყალში კვლავ შეეცადონ და დაიჭირონ თევზი, ისევ მოატყუონ საზოგადოება, - ასე აფასებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი, რადიკალების მიერ „კამიტით მოწამვლის“ შესახებ წარმოებულ მორიგ კამპანიას.

მათიკაშვილის თქმით, ერთი წლის წინ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, აქტივისტები იტყუებიან, რითაც, მათთვის დავალების მიმცემ გარე ძალებს, შესაძლოა, კიდევ ჰქონდეთ პროვოკაციის გარკვეული მცდელობა, თუმცა, არსებობს გამოძიების მასალები, სადაც ყველაფერია აღწერილი.

„ერთი წლის წინანდელ ქმედებებზე და არსებულ ვითარებაზე დღეს იტყუებიან და ამბობენ, თითქოს, რაიმე ფორმით დაზიანება მიიღეს, არადა, მსგავსი რამ არ მომხდარა, არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. ეს არის ტყუილი, რომლითაც, გარე აქტორებს, გარე დამხმარე პირებს, დავალების მიმცემებს და მათი პროპაგანდის მატარებელ მედიასაშუალებებს, შესაძლოა, კვლავ ჰქონდეთ პროვოკაციის და ტყუილის გარკვეული მცდელობა, თუმცა, სიმართლე არის ერთი - ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა გამოიძიეს თავიდან ბოლომდე ეს საკითხი, არსებობს შესაბამისი გამოძიების მასალები და იყო მკაფიოდ გაკეთებული განცხადება, რომ თუ ვინმეს საერთაშორისო პლატფორმებიდან დააინტერესებს, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე და აქვთ იმის მზაობა, ეს ტყუილი შეიცნონ და გაიაზრონ, მობრძანდნენ და ჩვენ ამ მასალებს ვაჩვენებთ.

დანარჩენი ყველაფერი, არის ცრუპენტელობა, ჩვენი ქვეყნის, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. "ბიბისის" რეპუტაციაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, მოუსმინეთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს, თეთრი სახლის ადმინისტრაციას და ნახავთ, რეალურად რას დაემსგავსა დღეს, ერთ დროს ავტორიტეტული ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767978169

ახალი ამბები

ხანძარი თბილისში - ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ გაჩნდა

თბილისში, სავაჭრო ცენტრ ოქროს კიდობანში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცახედებენ, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე სახანძრო ჯგუფები არიან მობილიზებული

ხანძარი თბილისში - ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“ გაჩნდა

1767977369

ახალი ამბები

გაეროს პროგნოზით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით, მოლდოვის 2.5%-ით, ხოლო უკრაინის 2.3%-ით გაიზრდება

გაერო განახლებულ ანგარიშს „მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026“ აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, მაღალი მაკროეკონომიკური გაურკვევლობის, ცვალებადი სავაჭრო პოლიტიკისა და მდგრადი ფისკალ...

გაერო

1767974772

ახალი ამბები

ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–...

გზა თოვლი მოძრაობა

1767973321

ახალი ამბები

პროკურატურამ ნარკოდანაშაულის საქმეზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანი...

ნარკოტიკი

1767971808

მსოფლიო

ვენესუელამ პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყო - ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაზე თავდასხმების მეორე ტალღა გააუქმა

ვენესუელის მთავრობამ ციხეებიდან იმ ადამიანების გათავისუფლება დაიწყო, რომლებსაც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ესპანეთის საგარეო საქმეთა...

ვენესუელამ პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყო -