დავით მათიკაშვილი: პრაქტიკულად, ლევან მაჭავარიანმა რეტროსპექტივა გვაჩვენა, მოვლენათა განვითარების მთელი ჯაჭვი საზოგადოებისთვის ხელისგულზე ფაქტებით დადო, ეს არის საზოგადოებისთვის ძალიან კარგად დანახული სცენარი
„პრაქტიკულად, ლევან მაჭავარიანმა რეტროსპექტივა გვაჩვენა, მოვლენათა განვითარების მთელი ჯაჭვი საზოგადოებისთვის ხელისგულზე ფაქტებით დადო, რაც ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის თქმით, ყველა არჩევნების წინ, განსაკუთრებით, ეს ეხება 2020 წლის არჩევნებს, შემდგომ უკვე 2024 წლის არჩევნებს, იყო პირდაპირი, დაუფარავი მცდელობა სხვადასხვა გზით, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გადაეპარებინათ, გადაეყვანათ საარჩევნო ბარიერს მიღმა.
„ანუ, მიეღოთ იმდენი ხმა, რომ შემდგომ უკვე ეს რამდენიმე ფლანგად დაყოფილი „მეხუთე კოლონა“, აგენტურა კვლავ გაერთიანებულიყო საქართველოს პარლამენტში და იმ მიზნებისთვის მიეღწიათ, რაც მათ სურდათ“, - აღნიშნა მან.
მათიკაშვილის განცხადებითვე, ეს არის საზოგადოებისთვის ძალიან კარგად დანახული სცენარი, რომელი სცენარითაც მზაკვრულად მოქმედებდნენ და დღესაც მოქმედებენ ცალკეული ძალები.
„უბრალოდ, დღეს სხვა მოცემულობაა, რომ საზოგადოების მხრიდან ნდობა კარდინალურად შემცირებულია“, - აღნიშნა მან.
1790616558
მსოფლიორომის პაპი: აუცილებელია მოთმინებით აღჭურვილი დიალოგის წარმართვა, მოლაპარაკებებისას სიმამაცის გამოჩენა და მზადყოფნა გარკვეული პოზიციების დასათმობად ევროპაში მშვიდობისთვის
„აუცილებელია მოთმინებით აღჭურვილი დიალოგის წარმართვა, მოლაპარაკებებისას სიმამაცის გამოჩენა და მზადყოფნა გარკვეული პოზიციების დასათმობად ევროპაში მშვიდობისთვის“, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ ს...
1790615294
ახალი ამბებიწყნეთში ჯავახიშვილის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი სრულდება
საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად წყნეთში მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მოწესრიგება დასასრულს უახლოვდება. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას გრუნტის გზით სა...
1790613075
ახალი ამბებიგიორგი ჩაკვეტაძე: ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულმა მიმდინარე სირთულეებმა არ უნდა გააუქმოს დიალოგის სივრცე, პირიქით - ეს პოლიტიკური გარემოებები საპარლამენტო დიალოგს კიდევ უფრო აუცილებელს ხდის, აზრთა სხვადასხვაობის მოგვარება შესაძლებელია
ალბანეთის პარლამენტის ორგანიზებით, ტირანაში გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაზე - „ევროკავშირის გაფართოება: სტრატეგიული დღის წესრიგი ევროპის მომავლისთვის“, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა...
1790612535
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება
მიხეილ სარჯველაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სომხეთის შრომისა და კეთილდღეობის მინისტრს არსენ ტოროსიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის შ...
1790611240
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია მეგის ქარდავას საქმეზე: 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა
„ 2012 წლის შემდეგ კარგად იცით, მტკიცებულებების სტანდარტი როგორ დონეზეა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აწეული და რა თამასაა. მათი უფლებაა, რომელ ინსტანციამდე მიჰყვებიან გა...































