დავით მათიკაშვილი: უცხოეთში, მავანთ, ქართული ეკლესია და საპატრიარქო ძალიან ეჩხირებათ ყელში, არაერთი მცდელობა იყო მათი მხრიდან, რომ ქართულ რეალობაში ეკლესიის მორალური პლაცდარმის როლი მოერღვიათ

დიდი ხანია ვიცით, რომ უცხოეთში, მავანთ, ქართული ეკლესია და საპატრიარქო ძალიან ეჩხირებათ ყელში, კერძოდ, იმ ძალებს, ვისთვისაც მორალური ღირებულებების მიღმაა საკუთარი ინტერესის განხორციელების მცდელობა, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „არაერთი პირდაპირი მცდელობა და გადადგმული ნაბიჯი იყო ამ ძალების მხრიდან, რომ ქართულ რეალობაში ეკლესიის მორალური პლაცდარმის როლი მოერღვიათ და საკუთარი მიზნები, პირდაპირი ზეწოლა ისე განეხორციელებინათ“.

„არათუ უცნაური, არამედ ამორალური თხოვნებით საპატრიარქოში მისვლა და იმავეს გამეორება უცხოეთში, ბრიუსელში თუ სხვა დედაქალაქებში, დაუშვებელია. ეს ყველაფერი იმას მეტყველებს, რომ ქართული რეალობა, ქართველი კაცის ზნეობა და ქართული საზოგადოების დამოკიდებულება, როგორც მორალისადმი, ასევე საკუთარი ცხოვრების წესისადმი, მათთვის რაღაც დონემდეა მიუღებელი. ეს ყველაფერი ჩვენს რეალობაში მხოლოდ ევროსკეპტიციზმის აღრმავებს.

საქართველოში ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა მოქმედებს და ყველას უფლებაა დაცული. ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ახალგაზრდების და ბავშვებისთვის ლგბტ თემის პროპაგანდა აკრძალა, ცალკე განყენებული თემაა. უფლებების დაცვა ცალკე ამბავია და უფლებების დაცვის კუთხით ნაკლი არ გაგვაჩნია. პირიქით, აქეთ მობრძანდნენ, ჩამოვიდნენ და ქართული კანონმდებლობა კარგად შეისწავლონ, რაოდენ მაღლა დგას იმ ქვეყნების კანონმდებლობაზე, საიდანაც პრეტენზიები მოდის“,- აღნიშნა მათიკაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783343428

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6403 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6415 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი

1783342396

საზოგადოება

კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე ბაჩო ახალაიას ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისადა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. ახალ...

ბაჩო ახალაია

1783342268

საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი: 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს პარლამენტს არაერთი მწვავე დაპირისპირება ახსოვს - რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის ირგვლივ ისეთი ნარატივის შექმნა, თითქოს უპრეცედენტო კრიზისთან გვაქვს საქმე

„90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს პარლამენტს არაერთი მწვავე დაპირისპირება ახსოვს. სამწუხაროდ, მსგავსი ინციდენტები ჩვენი პოლიტიკური ისტორიის ნაწილი არაერთხელ გამხდარა და ეს არ არის ახალი რეალობა“, -...

ნიკოლოზ მეტრეველი

1783342135

საზოგადოება

ოფიციალურად - გიორგი ჩაკვეტაძე „უდინეზეს“ ფეხბურთელია

„უდინეზემ“ ოფიციალურად დაადასტურა: გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას იტალიაში გააგრძელებს. ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, კონტრაქტი გააფორმა და კარიერაში პირველად ტოპლიგის გუნდში ი...

გიორგი ჩაკვეტაძე

1783341069

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გარემო...

მიხეილ ყაველაშვილი