ჩინეთის ელჩი ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობაზე: მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტებში და წვლილს შეიტანენ ეკონომიკურ განვითარებაში

მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, იმედი გვაქვს, ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტებში და წვლილს შეიტანენ ეკონომიკურ განვითარებაში, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრისას.

ელჩის თქმით, წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ერთმანეთს მისალოცი წერილები გაუგზავნეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

„გვჯერა, რომ მომავალშიც ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ. მაღალი დონის პოლიტიკური ნდობის გარდა, საქართველო და ჩინეთი აქტიურად თანამშრომლობენ ტურიზმის, განათლების, ვაჭრობის, ეკონომიკისა და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

ამასთან, ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, ჩინეთის ელჩმა აღნიშნა:

„მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და პატივს ვცემთ ქვეყნის არჩევანს. იმედი გვაქვს, მომავალში ჩინური კომპანიებიც აქტიურად ჩაერთვებიან საქართველოში მიმდინარე პროექტებში და საკუთარი წვლილი შეიტანენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. „ლენდლორდის“ მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783342396

საზოგადოება

კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე ბაჩო ახალაიას ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისადა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. ახალ...

ბაჩო ახალაია

1783342268

საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი: 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს პარლამენტს არაერთი მწვავე დაპირისპირება ახსოვს - რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის ირგვლივ ისეთი ნარატივის შექმნა, თითქოს უპრეცედენტო კრიზისთან გვაქვს საქმე

„90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს პარლამენტს არაერთი მწვავე დაპირისპირება ახსოვს. სამწუხაროდ, მსგავსი ინციდენტები ჩვენი პოლიტიკური ისტორიის ნაწილი არაერთხელ გამხდარა და ეს არ არის ახალი რეალობა“, -...

ნიკოლოზ მეტრეველი

1783342135

საზოგადოება

ოფიციალურად - გიორგი ჩაკვეტაძე „უდინეზეს“ ფეხბურთელია

„უდინეზემ“ ოფიციალურად დაადასტურა: გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას იტალიაში გააგრძელებს. ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, კონტრაქტი გააფორმა და კარიერაში პირველად ტოპლიგის გუნდში ი...

გიორგი ჩაკვეტაძე

1783341069

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გარემო...

მიხეილ ყაველაშვილი

1783340234

ახალი ამბები

გია ვოლსკი: სტამბოლში, ნატოს სამიტზე ალიანსის წევრი ქვეყნები არიან მიწვეული, პარტნიორი ქვეყნები კი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც მაკა ბოჭორიშვილი სიტყვით გამოვა

„ნატოს სამიტზე მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნები არიან მიწვეული, ხოლო პარტნიორი ქვეყნები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა...

გია ვოლსკი