მარიამ ქვრივიშვილი: გასული პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონტექსტში ტვირთნაკადების მობილობა და ჩვენ ვხედავთ რამხელა მნიშვნელობა შეიძინა ჩვენმა ქვეყანამ და „შუა დერეფანმა“, როგორც გამორჩეულად სანდო პარტნიორმა

გასული პერიოდის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა „შუა დერეფნის“ კონტექსტში ტვირთნაკადების მობილობა და ჩვენ ვხედავთ რამხელა მნიშვნელობა შეიძინა ჩვენმა ქვეყანამ და „შუა დერეფანმა“, როგორც გამორჩეულად სანდო პარტნიორმა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „ლენდლორდის“ მოდელზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის განვითარებას და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ამ სექტორის ყველა კომპონენტის თანმიმდევრული განვითარება.

„დღესაც შევახსენეთ ჩვენს საზოგადოებას. რომ 2032 წლამდე მოხდება 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ტრანსპორტის სექტორში, რომელიც გულისხმობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, მაგისტრალური გზების მშენებლობას, ისვე როგორც საქართველოს რკინიგზის ისტორიულ მოდერნიზაციას.

ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, რამდენადაც სატრანსპორტო ქსელს სჭირდება თანმიმდევრული განვითარება და ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანაც არის ის, რომ საქართველომ განაგრძოს იყოს ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი პარტნიორი ამ გლობალური მიწოდების ჯაჭვში უშუალოდ სატრანსპორტო და ლოგისტიკური სექტორის თვალსაზრისით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს მეზობელ ქვეყნებთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც „შუა დერეფნის“ კონტექსტში არიან ჩართულები, როგორიცაა აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი და ჩინეთი.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში გაზრდილია ტვირთნაკადი ამ ქვეყნებიდან. სწორედ ამ კონტექსტმა განაპირობა ის, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ ამ ახალი მოდელის შემუშავებაზე. ეს არის საერთაშორისოდ აპრობირებული, ყველაზე ეფექტურად შეფასებული მოდელი ე.წ. „ლენდლორდ“ მოდელი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აძლევს ზუსტად იმ რამდენიმე ინსტრუმენტს, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ასეთი სტრატეგიული ობიექტის ეროვნული ინტერესებისთვის გამოყენების თვალსაზრისით.

ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ყველა შესაბამისი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ სუვერენულად მიიღოს ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მოემსახურება, მაგრამ ამავდროულად ეს მოდელი ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვთქვათ, რომ ეს იქნება ქართული პორტი და მეორეს მხრივ ამ მოდელის ფარგლებში ჩვენ ვქმნით სისტემას, სადაც არა მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ინტერესი იქნება გათვალისწინებული, არამედ რამდენიმე პარტნიორისაც“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783344647

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი 7-8 ივლისს თურქეთში დაგეგმილ ღონისძიებაში - „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას

7-8 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში - „მოკავშირეები ანკარაში“. ინფორმაციას საქართველოს...

მაკა ბოჭორიშვილი

1783343428

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6403 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6415 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი

1783342396

საზოგადოება

კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე ბაჩო ახალაიას ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისადა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. ახალ...

ბაჩო ახალაია

1783342268

საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი: 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს პარლამენტს არაერთი მწვავე დაპირისპირება ახსოვს - რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის ირგვლივ ისეთი ნარატივის შექმნა, თითქოს უპრეცედენტო კრიზისთან გვაქვს საქმე

„90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს პარლამენტს არაერთი მწვავე დაპირისპირება ახსოვს. სამწუხაროდ, მსგავსი ინციდენტები ჩვენი პოლიტიკური ისტორიის ნაწილი არაერთხელ გამხდარა და ეს არ არის ახალი რეალობა“, -...

ნიკოლოზ მეტრეველი

1783342135

საზოგადოება

ოფიციალურად - გიორგი ჩაკვეტაძე „უდინეზეს“ ფეხბურთელია

„უდინეზემ“ ოფიციალურად დაადასტურა: გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას იტალიაში გააგრძელებს. ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, კონტრაქტი გააფორმა და კარიერაში პირველად ტოპლიგის გუნდში ი...

გიორგი ჩაკვეტაძე