ლევან მახაშვილი: ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი

ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ჯო უილსონის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის პროექტი ეუთოს მიმართ ნდობას უფრო აზიანებს, ვიდრე მისი პრინციპების დაცვას ემსახურება.

„რეზოლუცია ასუსტებს საარჩევნო პროცესის მიმართ სანდოობას, რომლის დაცვის ვალდებულებასაც ეუთო ისახავს მიზნად და ეწინააღმდეგება არჩევნებში ეუთოს ჩაურევლობის პრინციპს. გადახედეთ ეუთოს წევრ ქვეყნებში ჩატარებული ბოლო ათი არჩევნების სადამკვირვებლო ანგარიშებს და მითხარით, რომელი მათგანი იყო საქართველოზე უკეთესი იმ პრობლემების მასშტაბით, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში დაფიქსირდა. ამავე დროს, შეგიძლიათ დაასახელოთ ამათგან თუნდაც ერთი ქვეყანა, რომელიც ამ ფორუმზე მსგავსი მასშტაბის ყურადღების ობიექტი გახდა, არჩევნებიდან 2 წლის შემდეგაც კი?

ღრმა შეშფოთებას იწვევს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზოგიერთი დელეგატის მიერ გამოვლენილი აკვიატებული დამოკიდებულება, რომელიც მხატვრულ ლიტერატურაში აღწერილ შეთქმულების თეორიების მიმდევარს მოგვაგონებს. ბატონი ჯო უილსონის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის გაცნობის შემდეგ, ამ დასკვნის გაკეთებისგან თავის შეკავება შეუძლებელია.

ეს არ არის საპარლამენტო დიპლომატია. ეს არის ჩვენი საერთო, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმის ინსტრუმენტალიზაცია, რაც აზიანებს იმ დიალოგის საფუძველს, რომლის დაცვასაც ვესწრაფვით. ირონიულია, როდესაც ამერიკელი კონგრესმენი აკრიტიკებს სხვა ქვეყანას გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობის მიღებისთვის, მაშინ, როდესაც მისივე ქვეყანაში მოქმედებს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ გაცილებით მკაცრი FARA-ს კანონი.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ FARA-ს რეესტრში შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლობისტურ კომპანია Nelson Mullins-თან გაფორმებული კონტრაქტი, რომელიც, ასევე “სრულიად შემთხვევით” ბატონ ჯო უილსონთანაც არის დაკავშირებული. ბატონო თავმჯდომარევ, ცალკეული შესწორებები ვერ გამოასწორებს იმ ფუნდამენტურ და შინაარსობრივ ნაკლოვანებებს, რომლებიც მთელ დოკუმენტს გასდევს. რეზოლუციის უდიდესი ნაწილი გონივრული შეფასების ფარგლებს სცდება. ამიტომ, ყველაზე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნებოდა ამ რეზოლუციის სრულად უარყოფა“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783344719

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: წლები არ გაგვიმხელია ეს ამბავი, მაგრამ გვაიძულეს, რადგან ევროპარლამენტის რეზოლუციაში ეკლესია დაადანაშაულეს რუსეთის სასარგებლო ქმედებაში - რა გამოდის? თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ

თუ ლგბტ პროპაგანდაში არ დაეხმარება მათ ეკლესია, რუსეთის აგენტად გამოგაცხადებენ, - აღნიშნული დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის კვირისთვის“ მიცემული ინტერვიუს შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა. მამა ანდრია...

ანდრია ჯაღმაიძე

1783344647

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი 7-8 ივლისს თურქეთში დაგეგმილ ღონისძიებაში - „მოკავშირეები ანკარაში“ მიიღებს მონაწილეობას

7-8 ივლისს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში - „მოკავშირეები ანკარაში“. ინფორმაციას საქართველოს...

მაკა ბოჭორიშვილი

1783343428

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6403 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6415 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომ...

ლარი, ვალუტა, ვალუტის კურსი

1783342396

საზოგადოება

კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე ბაჩო ახალაიას ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქალაქო სასამართლომ ბაჩო ახალაიას ორი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა. საქმე ეხება მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისადა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. ახალ...

ბაჩო ახალაია

1783342268

საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი: 90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს პარლამენტს არაერთი მწვავე დაპირისპირება ახსოვს - რამდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის ირგვლივ ისეთი ნარატივის შექმნა, თითქოს უპრეცედენტო კრიზისთან გვაქვს საქმე

„90-იანი წლებიდან დღემდე საქართველოს პარლამენტს არაერთი მწვავე დაპირისპირება ახსოვს. სამწუხაროდ, მსგავსი ინციდენტები ჩვენი პოლიტიკური ისტორიის ნაწილი არაერთხელ გამხდარა და ეს არ არის ახალი რეალობა“, -...

ნიკოლოზ მეტრეველი