დავით ნარმანია: წყალმომარაგების სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას

სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე პანელურ დისკუსიაში - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები“.

ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა. ​ დავით ნარმანიამ ყურადღება გაამახვილა წყალმომარაგების სექტორების განვითარებისთვის სატარიფო რეგულირების მნიშვნელობაზე. ​

„წყალმომარაგება კაპიტალტევადი დარგია, სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს შემცირებულ ავარიულ გათიშვებსა და მოწესრიგებულ წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას. Fitch-ისა და S&P Global-ის ანგარიშებში აღინიშნა, რომ წყალმომარაგების სექტორის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სატარიფო გარემო იყოს ყოველთვის პროგნოზირებადი და ხარჯების ამსახველი რეალურ დროში. ყოველდღიური მონიტორინგის საფუძველზე, მარეგულირებელი კომისია სისტემატურად მუშაობს რეგულირების დახვეწასა და გაუმჯობესებაზე. ჩვენი მიზანია, რომ წყალმომარაგების სექტორი გახდეს უფრო მეტად ეფექტიანი“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარესთან ერთად, ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი ხოსე ენრიკე ბოფილი, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, „ჯივიპის“ გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოსი. ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს წყლის რესურსების ეფექტიან მართვასა და ურბანული განვითარების თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ეკონომიკური ზრდის მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების როლზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ინტეგრაციაზე ეკონომიკურ პოლიტიკაში, სატარიფო პოლიტიკაზე, ასევე, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით საქართველოს პროგრესსა და სამომავლო პრიორიტეტებზე. ფორუმს ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნეს სექტორი, ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783947623

საზოგადოება

შიო მესამე: ბედნიერი ვართ, რომ მოვესწარით ნეტარხსენებულის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლს, ვართ მისი მემკვიდრეები

„სულის გადარჩენის საქმეში და იმაში, რომ ღმერთის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, ვიჩენთ სიზარმაცეს, უდარდელობას, უზრუნველობას და ხშირად უმადურობას. რა გამართლება გვექნება ასეთი საქციელისთვის, როცა ვხედავთ, რო...

შიო მესამე:

1783946471

ახალი ამბები

ლადო სადღობელაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ახალი ყაიდის ევროპელებს, რომლებიც, ჩემი შეფასებით, ე.წ. „ომის პარტიას“ წარმოადგენენ, ერთი რამ ვერ გაუგიათ - ეს საქართველოა და სწორედ საქართველოს მოქალაქეები წყვეტენ, ვის მიანიჭონ ქვეყნის მართვის მანდატი

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვ...

ლადო სადღობელაშვილი

1783945166

ახალი ამბები

„ბარამიძე, ამ თავის სიშტერით, ეტყობა ახალი კანდიდატი რომ ჰყავთ „მწვალებელთა პარტიას“ იმას ეჯიბრება, რომ გადაასწროს“ - ირაკლი ზარქუა „კასრების საქმეზე“ გაკეთებულ კომენტარზე

ცინიზმად და სისტემური დანაშაულების გადაფარვის მორიგ მცდელობად აფასებს „ქართული ოცნება“ გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში „კასრების საქმეზე“ ისაუბრა. უმრავლესობის შეფასე...

ირაკლი ზარქუა

1783943349

ახალი ამბები

სინოპტიკოსების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტო 14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დრო...

წვიმიანი ამინდი

1783940843

ახალი ამბები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული, უცხო...

პროკურატურა