გიორგი გაბუნია: ის, რომ დღეს ევროპაში აღარც უსაფრთხოებაა და აღარც თანამშრომლობა, სწორედ ამ ბიუროკრატების დამსახურებაა. ეს ლიდერები, რომლებიც დღეს მართავენ ევროკავშირს, აბსოლუტურად დაცლილია ყოველგვარი პრაგმატიზმისგან
ის, რომ დღეს ევროპაში აღარც უსაფრთხოებაა და აღარც თანამშრომლობა, სწორედ ამ ბიუროკრატების დამსახურებაა, - განაცხადა კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისივე თქმით, ეს ლიდერები, რომლებიც დღეს მართავენ ევროკავშირს, აბსოლუტურად დაცლილია ყოველგვარი პრაგმატიზმისგან, ყოველგვარი რაციონალური პოლიტიკისგან და ის უმძიმესი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ღირებულებითი კრიზისი, რომელიც დღეს ევროკავშირში არსებობს, არის პირდაპირ ამ ადამიანების დამსახურება.
„როდესაც ჩვენ ვისმენთ კაია კალასის ასეთ განცხადებას, რომ თურმე ის მხარს უჭერს ქართველ ხალხს და თურმე საქართველოს ხელისუფლებას მხარს არ უჭერს, ეს აჩვენებს, რომ ელემენტარული პოლიტიკური უნარები, რაც უნდა გააჩნდეს პოლიტიკოსს, არ გააჩნია ამ ადამიანს, რომელიც თავად არაერთხელ იყო მხილებული კორუფციულ სკანდალებში.
ეს ადამიანი, რომელიც დახუნძლულია კომპრომატებით, პირდაპირ ტყვედ ჰყავთ აყვანილი იმ ოლიგარქიულ მმართველებს და იმ ძალას, რომელსაც ჩვენ „დიფ სთეითს“ ვეძახით, პირდაპირ ტყვედ ჰყავთ აყვანილი და მართავენ ისე, როგორც უნდათ. მხოლოდ კაია კალასზე არ მაქვს საუბარი, აქ იგულისხმება მარტა კოსი და სხვა ის ევროკავშირის პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს მიმართ გამოირჩევიან აგრესიული და არასამართლიანი განცხადებებით“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ განსხვავებული აზრის დაფიქსირება სწორედ იმას მიანიშნებს, რომ თანამშრომლობა არ არსებობს ევრო ბიუროკრატებს შორის. მათ ერთიანი პოზიცია არ გააჩნიათ სტრატეგიულ საკითხებთან მიმართებით.
„ასეთი ტიპის ლიდერების, ასეთი გაუაზრებელი პოლიტიკის მწარმოებელი ლიდერების პირობებში შეუძლებელია, რომ ჩვენს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით რაიმე პოზიტიური ცვლილება მოხდეს. რაც მეტია იმედი, მეტია იმედგაცრუება, ამიტომ მე იმედს ვერ ვხედავ, რომ ამ არსებული ევროკავშირის ლიდერების პირობების შემთხვევაში მოხდეს ჩვენს შორის ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის საჭირო პირობების შექმნა, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ურთიერთობას აქვს უდიდესი პოტენციალი“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
1783949232
ახალი ამბები1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6359 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6359 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართები...
1783947623
საზოგადოებაშიო მესამე: ბედნიერი ვართ, რომ მოვესწარით ნეტარხსენებულის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ღვაწლს, ვართ მისი მემკვიდრეები
„სულის გადარჩენის საქმეში და იმაში, რომ ღმერთის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ, ვიჩენთ სიზარმაცეს, უდარდელობას, უზრუნველობას და ხშირად უმადურობას. რა გამართლება გვექნება ასეთი საქციელისთვის, როცა ვხედავთ, რო...
1783946471
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ახალი ყაიდის ევროპელებს, რომლებიც, ჩემი შეფასებით, ე.წ. „ომის პარტიას“ წარმოადგენენ, ერთი რამ ვერ გაუგიათ - ეს საქართველოა და სწორედ საქართველოს მოქალაქეები წყვეტენ, ვის მიანიჭონ ქვეყნის მართვის მანდატი
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვ...
1783945166
ახალი ამბები„ბარამიძე, ამ თავის სიშტერით, ეტყობა ახალი კანდიდატი რომ ჰყავთ „მწვალებელთა პარტიას“ იმას ეჯიბრება, რომ გადაასწროს“ - ირაკლი ზარქუა „კასრების საქმეზე“ გაკეთებულ კომენტარზე
ცინიზმად და სისტემური დანაშაულების გადაფარვის მორიგ მცდელობად აფასებს „ქართული ოცნება“ გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში „კასრების საქმეზე“ ისაუბრა. უმრავლესობის შეფასე...
1783943349
ახალი ამბებისინოპტიკოსების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტო 14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დრო...






























