ლადო სადღობელაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ახალი ყაიდის ევროპელებს, რომლებიც, ჩემი შეფასებით, ე.წ. „ომის პარტიას“ წარმოადგენენ, ერთი რამ ვერ გაუგიათ - ეს საქართველოა და სწორედ საქართველოს მოქალაქეები წყვეტენ, ვის მიანიჭონ ქვეყნის მართვის მანდატი
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.
მისი თქმით, მთავარი კითხვა ის არის, თუ რომელ „ხალხზე“ საუბრობს კაია კალასი, როდესაც საქართველოს მხარდაჭერას ახსენებს, რადგან საქართველოს ხელისუფლების ფორმირება მხოლოდ ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტია და ამ პროცესში გარე ჩარევის მცდელობა მიუღებელია.
„რა კარგი განცხადება იქნებოდა ქვეტექსტში რომ არ იკითხებოდეს რევანშიზმი! აქ საკითხავი ისაა რომელი “ხალხის” მხარდაჭერა სურს ქბნ კალასს ? იმ ხალხის ვინც არსებული მთავრობა აირჩია თუ მათი ვინც არსებულ მთავრობას წელიწადში ორჯერ (მინიმუმ) აჯანყებას უწყობს?! ახალი ყაიდის ევროპელებს რომლებიც ე.წ ომის პარტიას წარმოადგენენ ერთი რამე ვერ გაუგიათ - ეს საქართველოა, აქ ქართველების მიწაა, აქ ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვირჩევთ ვის მივანიჭოთ-გადავცეთ მართვის მანდატი! ვის რაში სჭირდება თქვენი არაფრის მომცემი მხარდაჭერა?! ყველაფრით უზრუნველყოფილ საქართველოს გაღატაკების პირას მისული ლიბერასტული ევროპის მხარდაჭერა არაფერში სჭირდება! თქვენ თავს მიხედეთ ჯობია!“, - წერს სადღობელაშვილი.
1783943349
ახალი ამბებისინოპტიკოსების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურის ფონზე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან სეტყვა და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტო 14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დრო...
1783940843
ახალი ამბებიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული, უცხო...
1783939543
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: „მხარს ვუჭერ ხალხს, მაგრამ არა მის ხელისუფლებას“ - სინამდვილეში, ასეთი განცხადება გულისხმობს, რომ ქალბატონი კალასის აზრით ქართველი ხალხი უუნაროა, თავად შეარჩიოს თავისი ხელისუფლება და ამიტომ გარედან მეურვეობა და კარნახი სჭირდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის განცხადებას პასუხობს. პაპუაშვილის თქმით, ცუდ...
1783938605
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, მადლობას ვუხდი ყველა უწყებას, სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურად სწრაფ ტემპებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან
„ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, სოფლის მეურნეობის, შინაგან საქმეთა სამინისტროები, სამაშველო სამსახური სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში აქტიურად იყო ჩართული და სწორედ კოორდინირებული მუშაობის შე...
1783936967
ახალი ამბებიპრემიერი: გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში
„გადავსებული ციხეები იყო ის, რაც ხდებოდა 2012 წელს, როდესაც 24 500 პატიმარი იყო ქვეყანაში და ძალიან კარგად იცის ყველამ თუ რა ვითარება იყო ციხეებში, დღეს პატიმრების რაოდენობა არის დაახლოებით 12 000“, -...






























