ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: საერთაშორისო სამართლის რღვევის პროცესში თავად ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი

ნამდვილად ბევრი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია ამ კონკრეტული ასამბლეისდან. ყველაზე საშიში რაც მოხდა ამით [რეზოლუციით], იყო ის, რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასრულდა საერთაშორისო სამართლის მოქმედება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა საქართველოს საკითხზე კრიტიკულ რეზოლუციაზე საუბრისას, რომელიც გასულ კვირაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო.

მისივე თქმით, საერთაშორისო სამართლის რღვევის პროცესში თავად ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი.

„ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა შიგნიდან გამოარღვიეს და დაშალეს ეს ორგანიზაცია. ეუთო შეიქმნა საერთაშორისო სამართლის 10 ძირითადი პრინციპის მიხედვით, ორი მათგანი არის სუვერენიტეტის პატივისცემა და სხვის საქმეებში ჩარევისგან თავშეკავება. ამ რეზოლუციებმა და ამ დეკლარაციამ ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა ამ პროცესს.

ზოგადად, ეს არის საშიში პროცესი, რადგან საერთაშორისო სამართალთან ერთად სამწუხაროდ, მისი დაცვისთვის შექმნილი ორგანიზაციებმაც ფუნქცია დაკარგეს და გადაიქცნენ პოლიტიკური შურისძიების იარაღად. ეს არის ფუნქციადაკარგული ორგანიზაციები, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ იცავდნენ მშვიდობას, იცავდნენ და აძლიერებდნენ დიალოგს, თანამშრომლობას, გადაიქცნენ რაღაც პოლიტიკური ანგარიშსწორების არენად“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786612843

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამბიციური პროექტის განხორციელება პრაქტიკულ ფაზაში გადადის - ეს არის ჩვენი უსამშობლო მავნებლებისთვის მორიგი გამანადგურებელი ინფორმაცია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის პროექტის გარშემო, ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ...

დავით ქართველიშვილი

1786611342

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი „სუხიშვილებზე“: როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა არ არის პრობლემა და ეს მიუღებელი მხოლოდ უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ხდება, ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - ეს დაკვეთაა თუ ტრენდზე აყოლა?!

„სამწუხაროა, როდესაც ჩვენს ქვეყანაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ აგენტურული ოპოზიცია, მათთან აფილირებული NGO სექტორი და კულტურის სფეროს რიგი წარმომადგენლები ინარჩუნებდნენ რუსეთის მიმართ ნორმალურ დამოკიდ...

ლევან მაჭავარიანი

1786609510

ახალი ამბები

იონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს

უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხ...

რატი იონათამიშვილი

1786607006

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში, კო...

შსს განცხადება

1786605789

ახალი ამბები

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა

საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში (WIPO) ცენტრალური ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების (CEBS) ჯგუფის კოორდინატორი გახდა. CEBS ჯგუფში, რომელსაც ერთი წლის ვადით საქართველო უხე...

 საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია