ზუკა რურუა: ბაჩო ახალაია არაერთხელ არის შემჩნეული ასეთ ქმედებაში, ახლა უკვე სამართალდამცავ ორგანოებზე არის დამოკიდებული რა კვალიფიკაციას მისცემენ ამ ქმედებას
ბაჩო ახალაია არაერთხელ იქნა შემჩნეული ასეთ ქმედებაში. სწორედ 4 ოქტომბრის თემა უნდა გავიხსენოთ პირველ რიგში, როდესაც მისი ინიციატივით იყო დამხობა დაორგანიზებული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკის რაიონის დელეგატმა ზუკა რურუამ.
დეპუტატი გამოეხმაურა აუდიოჩანაწერს, სადაც ახალაია დამხობაზე საუბრობს და რის გამოც, გამოძიება დაწყებულია.
„ის იმეორებს იგივე ფრაზას და მოუწოდებს ადამიანებს, რომ პოლიტიკოსებს არ დაუჯერონ და პირდაპირ ხელისუფლების დამხობაზე უნდა გადავიდეს საზოგადოება. მარტივი შესაფასებელია, ახლა უკვე სამართალდამცავ ორგანოებზე არის ეს დამოკიდებული, თუ რა კვალიფიკაციას მისცემენ ამ ქმედებას“, - აღნიშნა რურუამ.
ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ეს ინფორმაცია „ქრონიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
სუს-ის განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.
საქმე ეხება აუდიოჩანაწერს, რომელიც მისმა მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. კერძოდ, ახალაიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „ივანიშვილი უნდა დაემხოს“.
1773087020
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ეროვნული ინტერესი არის ქვეყნის უსაფრთხოება და უკავშირდება მშვიდობას, რომელიც სასაცილო სიტყვად გახადეთ, არ არის სასაცილო, თუ შევხედავთ გარშემო რა ხდება
„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ არ განმეორდეს და არავისთან დარეკვა არ დაგვჭირდეს დაქოქილი ტანკის გასაჩერებლად“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „...
1773086491
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: „ქართული ოცნების" პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ არ განმეორდეს და არავისთან დარეკვა არ დაგვჭირდეს დაქოქილი ტანკის გასაჩერებლად
„ქართული ოცნების" პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ არ განმეორდეს და არავისთან დარეკვა არ დაგვჭირდეს დაქოქილი ტანკის გასაჩერებლად, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუს...
1773085833
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის, იმ ფასეულობების ჩამოყალიბებაში, რაზედაც დგას დღევანდელი ევროკავშირი
ჩვენ ვართ არამარტო ნაწილი, არამედ წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის, იმ ფასეულობების ჩამოყალიბებაში, რაზეადც დგას დღევანდელი ევროკავშირი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,...
1773084636
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ერთადერთი სწორი გზა არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება
ერთადერთი სწორი გზა, როგორც ჩვენ ვხედავთ, არის ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული საგარეო პოლიტიკის გატარება, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ი...
1773082779
მსოფლიო„დემოკრატი“ სენატორების განცხადება: დამოუკიდებელი ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ ირანში გოგონათა სკოლაზე დარტყმა შესაძლოა აშშ-ის ძალების მიერ ყოფილიყო განხორციელებული - ეს ინციდენტი მიუკერძოებლად უნდა იყოს შესწავლილი
აშშ-ის წამყვანმა სენატორებმა „დემოკრატიული“ პარტიიდან მოითხოვეს გამოძიება სამხრეთ ირანში მდებარე გოგონათა სკოლაზე განხორციელებული დარტყმის შესახებ. მათი განცხადებით, პენტაგონმა „ამომწურავი პასუხები უნ...


























