ორბანი: უნგრეთსა და რუსეთს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს რაღაც, ამას შეიძლება უკრაინაც კი ეწოდოს
უნგრეთი დაინტერესებულია უკრაინის შენარჩუნებით, რადგან უნგრელებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთსა და უნგრეთს შორის „ყოველთვის იყოს რაღაც“. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც უნგრეთი საბჭოთა კავშირის მეზობელი იყო, ეს მისთვის მომგებიანი არ იყო.
„ამიტომ ჩვენ დაინტერესებულნი ვართ არა უკრაინის დასუსტებით, არამედ მისი გაძლიერებით. რუსეთსა და უნგრეთს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს რაღაც — მას შეიძლება უკრაინაც კი ეწოდოს. ჩვენ მსოფლიოს არა უკრაინული, არამედ უნგრული პერსპექტივიდან ვუყურებთ და უნგრელების უსაფრთხოება უფრო დიდი წარმატებით შეიძლება იყოს გარანტირებული, თუ ჩვენ რუსეთის მეზობლები არ ვიქნებით“, - განაცხადა ორბანმა.
მან დასძინა, რომ სწორედ ამიტომ, „უკრაინას ყოველთვის შეუძლია, უნგრეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს“.
„ერთადერთი კითხვა ისმის, როგორ წარმოგვიდგენია უკრაინის ადგილი ამ ევროპაში? ჩვენ არ გვინდა მათი ევროკავშირში შეშვება; ისინი ისე იქცევიან, თითქოს უკვე წევრები არიან. ისინი მოთხოვნებს აყენებენ, იმუქრებიან და გვაშანტაჟებენ, მიუხედავად იმისა, რომ წევრებიც კი არ არიან. ჩვენ არ გვინდა ასეთი ადამიანების, ან ასეთი ქვეყნის ხილვა კავშირში, მაგრამ ვეცდებით, ევროკავშირსა და უკრაინას შორის სტრატეგიული შეთანხმება დავდოთ, რომელიც უკრაინის მომავალს ევროპისთვის და ჩვენთვის, უნგრელებისთვის, სასარგებლო გზით გადაწყვეტს“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
1773118224
ახალი ამბებიზუკა რურუა: ბაჩო ახალაია არაერთხელ არის შემჩნეული ასეთ ქმედებაში, ახლა უკვე სამართალდამცავ ორგანოებზე არის დამოკიდებული რა კვალიფიკაციას მისცემენ ამ ქმედებას
ბაჩო ახალაია არაერთხელ იქნა შემჩნეული ასეთ ქმედებაში. სწორედ 4 ოქტომბრის თემა უნდა გავიხსენოთ პირველ რიგში, როდესაც მისი ინიციატივით იყო დამხობა დაორგანიზებული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წ...
1773089213
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: რასაც ვხედავთ და რასაც ხედავს ყველა ის სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. ყველას კარგად გვახსოვს საიდან მოვდივართ
რასაც ვხედავთ და რასაც ხედავს ყველა ის სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. ყველას კარგად გვახსოვს საიდან მოვდივართ, რა...
1773087912
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა ისეთი პოლიტიკ...
1773087532
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პირველი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ისეთი იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომ უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. „როგორც ჩვენ ვხედავთ, ერთადერთი სწორი გზ...
1773087020
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ეროვნული ინტერესი არის ქვეყნის უსაფრთხოება და უკავშირდება მშვიდობას, რომელიც სასაცილო სიტყვად გახადეთ, არ არის სასაცილო, თუ შევხედავთ გარშემო რა ხდება
„ქართული ოცნების“ პოლიტიკა ემსახურება იმას, რომ არ განმეორდეს და არავისთან დარეკვა არ დაგვჭირდეს დაქოქილი ტანკის გასაჩერებლად“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „...



























