ევროკავშირის სანქციების კოორდინატორი დევიდ ო'სალივანი მინისტრ ბოჭორიშვილს წერს, რომ ყულევის პორტი სასანქციო მე-20 პაკეტიდან ამოღებულია

ყულევის პორტი სანქცირებას დაქვემდებარებული ობიექტების სიაში არ შევა. შესაბამისი ოფიციალური წერილი საქრათველოს საგარეოპ საქმეთა მინისტრმა ევროკომისარ დევიდ ო’სალივანისგან მიიღო.

„თავდაპირველი პოზიცია გადაიხედა თქვენი ხელისუფლებისა და პორტის ოპერატორის მიერ აღებული პოზიტიური ვალდებულებების საფუძველზე. მივესალმები თქვენს დაპირებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების შესვლას თავის პორტებში ან მათთვის მომსახურების გაწევას, ასევე SOCAR-ის ვალდებულებას, რომ საქმიანობას განახორციელებს ევროკავშირის შესაბამისი სანქციების მკაცრი დაცვით, მათ შორის, ფასის ზედა ზღვრის და რუსულ ნედლ ნავთობსა და მისგან მიღებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის იმპორტის აკრძალვის პატივისცემით. ამ ვალდებულებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სიტუაციის გადახედვისთვის და, საბოლოო ჯამში, განაპირობა, რომ ყულევის პორტი არ იქნება შეტანილი სანქციების მე-20 პაკეტში“, - აღნიშნულია მაკა ბოჭორიშვილის სახელზე გამოგზავნილ წერილში:

„მადლობას გიხდით 2026 წლის 18 თებერვლის წერილისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გაგზავნილი არაფორმალური დოკუმენტისთვის (non-paper), რომელიც ეხება ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტს, რომელიც მალე იქნება მიღებული.

დღეისათვის, ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში შეყვანილია 605 გემი, კერძოდ, ის ტანკერები, რომლებიც მონაწილეობენ მაღალი რისკის შემცველ გადაზიდვებში. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ იმ გემების მიზანში ამოღებას, რომლებიც აფერხებენ ჩვენი სანქციების ეფექტურობას, მათ შორის, დაახლოებით 40 დამატებითი გემის შეყვანას სანქციების მე-20 პაკეტში.

გემები სანქცირდებიან ევროკავშირის საბჭოს 833/2014 რეგულაციის შესაბამისად, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომ ეს ტანკერები ჩართულნი იყვნენ მაღალი რისკის მქონე გადაზიდვებში. ეს არის ერთ-ერთი სამართლებრივი საფუძველი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირს შეუძლია სანქციები დააწესოს გემებზე. სხვა საფუძვლები მოიცავს გემებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს, გადააქვთ სანქცირებული საქონელი ან ჩართულნი არიან ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის პროცესში.

„ჩრდილოვანი ფლოტის“ (Shadow Fleet) წინააღმდეგ ბრძოლა არ შემოიფარგლება მხოლოდ გემების სანქცირებით; ის საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას, რომელიც მიმართული იქნება მთლიანი ლოგისტიკური ჯაჭვისა და ფართო ეკოსისტემის წინააღმდეგ.

ევროკავშირი მუშაობს რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების მინიმუმამდე დაყვანაზე და აძლიერებს ძალისხმევას რუსეთის მიერ ნავთობპროდუქტების ექსპორტის შესაზღუდად. ამ მიზეზით, ჩვენ ვაწესებთ ტრანზაქციების აკრძალვას ხელშემწყობ პირებსა და სუბიექტებზე, როგორიცაა რუსეთსა და მესამე ქვეყნებში განთავსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც მხარს უჭერს ამ საქმიანობას და საფრთხეს უქმნის ჩვენი სანქციების ეფექტურობას მათი გვერდის ავლის გზით.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოში მდებარე ყულევის პორტი თავდაპირველად შემოთავაზებული იყო სანქციების მე-20 პაკეტში შესაძლო შესაყვან ობიექტა სიაში, რუსული ნავთობის საზღვაო ტრანსპორტირებაში მისი როლისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერების პორტში შესვლის გამო.

აღნიშნული თავდაპირველი პოზიცია გადაიხედა თქვენი ხელისუფლებისა და პორტის ოპერატორის მიერ აღებული პოზიტიური ვალდებულებების საფუძველზე. მივესალმები თქვენს დაპირებას, რომ საქართველო არ დაუშვებს ევროკავშირის მიერ სანქცირებული გემების შესვლას თავის პორტებში ან მათთვის მომსახურების გაწევას, ასევე SOCAR-ის ვალდებულებას, რომ ის თავის საქმიანობას განახორციელებს ევროკავშირის შესაბამისი სანქციების მკაცრი დაცვით, მათ შორის, ფასის ზედა ზღვრის (price cap) და რუსულ ნედლ ნავთობსა და მისგან მიღებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის იმპორტის აკრძალვის პატივისცემით. ამ ვალდებულებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სიტუაციის გადახედვისთვის და, საბოლოო ჯამში, განაპირობა, რომ ყულევის პორტი არ იქნება შეტანილი სანქციების მე-20 პაკეტში.

აღვნიშნავ, რომ თქვენმა ხელისუფლებამ უკვე მიმართა კომისიას რჩევისთვის ტანკერ M/T TRUVOR-ის (IMO 9676230) საქმესთან დაკავშირებით და ვაფასებ, რომ გემს უარი უთხარით საქართველოს პორტში შესვლაზე. იმედი მაქვს, კომუნიკაცია გაგრძელდება და ნაყოფიერ თანამშრომლობამდე მიგვიყვანს. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება "ჩრდილოვანი ფლოტის" გადაადგილებას და მომავალშიც გააგრძელებს ამას.

რაც შეეხება სავაჭრო შეზღუდვებს, ევროკავშირის წარმოშობის „საერთო მაღალი პრიორიტეტის“ (CHP) მქონე ნივთებისა და „ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის“ (ECG) რეექსპორტის მონიტორინგი და აღკვეთა კავშირისთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. ეს ნივთები კრიტიკულია რუსეთის სამხედრო თუ ინდუსტრიული კომპლექსისთვის და მათი გადამისამართების აღკვეთა აუცილებელია ჩვენი ზომების ეფექტურობისთვის. ჩვენ ვაფასებთ თქვენს მუდმივ ძალისხმევას ამ მიმართულებით და გთხოვთ, კვლავ უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული რუსეთში ასეთი სენსიტიური საქონლის ტრანზიტისთვის ან რეექსპორტისთვის.

ევროკავშირს გააჩნია ინსტრუმენტები მესამე ქვეყნების იმ ფინანსური და საკრედიტო ინსტიტუტების სიაში შესაყვანად, რომლებიც იყენებენ რუსეთის მიერ შემუშავებულ სპეციალიზებულ ფინანსურ სისტემებს სანქციების გვერდის ავლისთვის, როგორიცაა ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემა (SPFS), სწრაფი გადახდის სისტემა (SBP) და რუსეთის ეროვნული საგადახდო ბარათების სისტემა (MiR), ან ზოგადად, ახორციელებენ ტრანზაქციებს, რომლებიც აფერხებენ ჩვენს სანქციებს ან მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო ძალისხმევას. ვიყენებ ამ შესაძლებლობას და გაფრთხილებთ, რომ ფინანსური ინსტიტუტების იდენტიფიცირების შემთხვევაში, მათზე შესაძლოა გავრცელდეს ტრანზაქციების აკრძალვა ევროკავშირში.

თქვენი ვალდებულება, აღკვეთოთ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, მომავალშიც იქნება მკაცრი მონიტორინგის ქვეშ და მზად ვართ ვიმოქმედოთ საჭიროების შემთხვევაში, რათა დავიცვათ ჩვენი სანქციები შესუსტებისგან. წინადადებით გამოვდივარ, რომ ჩვენმა ტექნიკურმა ექსპერტებმა, რომლებიც მუშაობენ რუსეთის სანქციებზე, მოაწყონ ვიდეოკონფერენცია ზემოაღნიშნულ საკითხებზე აზრთა გასაზიარებლად.მადლობას გიხდით გაწეული ძალისხმევისთვის და ველი ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას“, - აღნიშნულია ევროკიისრის სახელით გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773120193

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი...

მზიანი ამინდი

1773118224

ახალი ამბები

ზუკა რურუა: ბაჩო ახალაია არაერთხელ არის შემჩნეული ასეთ ქმედებაში, ახლა უკვე სამართალდამცავ ორგანოებზე არის დამოკიდებული რა კვალიფიკაციას მისცემენ ამ ქმედებას

ბაჩო ახალაია არაერთხელ იქნა შემჩნეული ასეთ ქმედებაში. სწორედ 4 ოქტომბრის თემა უნდა გავიხსენოთ პირველ რიგში, როდესაც მისი ინიციატივით იყო დამხობა დაორგანიზებული, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წ...

ზუკა რურუა

1773089213

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: რასაც ვხედავთ და რასაც ხედავს ყველა ის სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. ყველას კარგად გვახსოვს საიდან მოვდივართ

რასაც ვხედავთ და რასაც ხედავს ყველა ის სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაკვირვებას აწარმოებს ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ეკონომიკა სტაბილურად იზრდება. ყველას კარგად გვახსოვს საიდან მოვდივართ, რა...

მაკა ბოჭორიშვილი

1773087912

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანა ისეთი პოლიტიკ...

მაკა ბოჭორიშვილი

1773087532

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, პირველი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ისეთი იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკა, რომ უზრუნველვყოთ ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილური განვითარება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. „როგორც ჩვენ ვხედავთ, ერთადერთი სწორი გზ...

მაკა ბოჭორიშვილი: