დავით ქართველიშვილი: ევროპაში ხუთი წლის ბავშვს შეუძლია თავისუფლად იფიქროს სქესის შეცვლაზე, მაგრამ თხუთმეტი წლის ბავშვს არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა სახელმწიფო ცენზურის ფარგლებს მიღმა, ეს უკვე ნათლად აჩვენებს არსებულ პარადოქსს
ბრიტანეთის მიერ ქართული ტელევიზიების დასანქცირებას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ორმაგ სტანდარტებს“ წარმოადგენს.
„ამ ქვეყანაში მოქმედებს კანონი, რომელიც ზღუდავს ადამიანების მიერ სოციალურ ქსელებში საკუთარი აზრის გამოხატვას,“ - აღნიშნა ექსპერტმა და განაცხადა, რომ ბრიტანეთს არ აქვს მორალური უფლება, თავს სიტყვის თავისუფლების მთავარ დამცველად წარმოაჩენდეს.
მისი თქმით, საქართველოს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ იცავს ეროვნულ კანონმდებლობას და ბავშვების ინტერესებს.
„აპრობირებული პასუხი მაქვს დიდი ბრიტანეთისთვის — ეს არის ორმაგი, სამმაგი და ხუთმაგი სტანდარტები იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს იყოს სიტყვის თავისუფლებისა და აზრის გამოხატვის მთავარი დამცველი. ქვეყანაში მოქმედებს „კაბალური კანონი“, რომელიც ზღუდავს ადამიანების მიერ სოციალურ ქსელებში საკუთარი აზრის გამოხატვას, რის გამოც 12 ათასზე მეტი ბრიტანელია დაკავებული მხოლოდ იმისთვის, რომ გაბედა საკუთარი აზრის დაფიქსირება. ეს ხდება სწორედ იმ ქვეყანაში და ცივილიზაციაში, რომელიც თითქოს დემოკრატიის, სიტყვისა და აზრის თავისუფლების აკვნად მიიჩნევა.
ეს არის ქვეყანა, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს ეპშტეინის კუნძულის ფილიალს ბრიუსელში, სადაც ყველაფერი ფასობს — კანიბალიზმიდან და პედოფილიიდან დაწყებული, სხვა გაუკუღმართებული ცხოვრების წესით დასრულებული. თუმცა საქართველოს სჯიან იმისთვის, რომ საკუთარი კანონმდებლობით იცავს შვილებს გახრწნილი ცხოვრების წესისგან; იცავს მათ უფლებას ჰქონდეთ ბედნიერი და ნორმალური ბავშვობა, სადაც მამას მამა ჰქვია და დედას — დედა.
იმდენად აბსურდულ ვითარებაში არიან ბრიტანელები და ევროპელები, რომ სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ეს მარაზმი ილონ მასკის სახუმარო თემადაც კი იქცა. როდესაც ილონ მასკი ამბობს, რომ ევროპაში ხუთი წლის ბავშვს შეუძლია თავისუფლად იფიქროს სქესის შეცვლაზე, მაგრამ თხუთმეტი წლის ბავშვს არ შეუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა სახელმწიფო ცენზურის ფარგლებს მიღმა, ეს უკვე ნათლად აჩვენებს არსებულ პარადოქსს,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
1772108421
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ...
1772107912
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - ქვეყნის სიძლიერე იზომება არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბრწყინვალებ...
1772106021
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ყველას გილოცავთ ამ პატივსაცემი ჯილდოების მიღებას და გისურვებთ ამაყად გეტარებინოთ ქართული კულტურის ამაგდართა წოდება, რადგანაც სწორედ ესაა ის იდეოლოგია და თვითშეგნება, რაც ასაზრდოებს ჩვენს ერს
„ქართული კულტურა არის სწორედ ის, რაც გვახსენებს თუ რისთვის ვიბრძვით, რას ვიცავთ და რას ვუფრთხილდებით”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კულტურის სფეროს წა...
1772104736
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ბრალდების შინაარსი - რატომ აშუქებენ მოვლენებს დამოუკიდებლად და ობიექტურად, უბედურება ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს უხარია. დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე
თითქმის, ყოველი მეორე, თუ ყველა არა „ტვ იმედში“ და „პოს ტვ“-ში ჩემი მეგობარია. არნახული უსამართლო გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები. არ დააკლეს დარბევა, ბულინგი, მიტაცება და ათასი საშინე...
1772103825
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან
რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთ...


























