მარიამ ქვრივიშვილი: მოხარული ვარ, საქართველოში აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრთან ერთად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დაკავშირებადობის განმტკიცების საკითხები განვიხილეთ
მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვუმასპინძლე აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრსა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრს და მათთან ერთად რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დაკავშირებადობის განმტკიცების საკითხები განვიხილეთ. საქართველოს მთავრობა აცნობიერებს, თუ რა როლი აქვს ქვეყანას რეგიონში და მზად არის, იმოქმედოს როგორც კონსტრუქციულმა და საიმედო პარტნიორმა რეგიონული განვითარების პროცესში. უწყვეტი ეკონომიკური პროგრესი აძლიერებს ჩვენს შესაძლებლობას, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე პარტნიორების კეთილდღეობისთვის, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა წინანდალში მიმდინარე საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნესფორუმზე გამხსნელი სიტყვით გამოსვლისას.
სამმხრივი ფორუმი 2012 წლიდან წელს მეშვიდედ ტარდება და მასში თურქეთისა და აზერბაიჯანის მაღალი დონის დელეგაციები მონაწილეობენ - თურქეთის დელეგაციას რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლატი ხელმძღვანელობს, ხოლო აზერბაიჯანის დელეგაციას - რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი. ამასთან, ღონისძიებაში სამივე ქვეყნის 300-ზე მეტი წამყვანი კომპანიაა წარმოდგენილი. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ბიზნესფორუმი უნიკალური პლატფორმაა სამმხრივ ფორმატში პარტნიორობის გასაძლიერებლად.
„ჩვენს ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობა კვლავაც უმნიშვნელოვანესია ეკონომიკური პარტნიორობის, კეთილდღეობისა და რეგიონული დაკავშირებადობის წინსვლისთვის და ეს მნიშვნელოვანია როგორც უშუალოდ ჩვენი ქვეყნებისთვის, ისე ფართო რეგიონისთვის. საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან 300-ზე მეტი წამყვანი და მსხვილი კომპანიის მონაწილეობა ხაზს უსვამს კერძო სექტორის დიდ ინტერესს თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიმართ ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა: ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ჯანდაცვა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, ფინანსები და ტურიზმი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ფორუმის მიმდინარეობისას მონაწილეებს საშუალება აქვთ, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ ამ ქვეყნების ეკონომიკური განვითარების დინამიკის და ტენდენციების, სხვადასხვა სექტორული ბაზრის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, მიმდინარე რეფორმების და რეგიონული მასშტაბის პროექტების შესახებ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ეკონომიკური ზრდის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„ბოლო წლების პროგრესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველო გლობალურად გამოირჩევა ძლიერი ეკონომიკური ზრდის ტენდენციით და ბოლო 4 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,3%-ს მიაღწია. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ საქართველო 2026-2030 წლებშიც შეინარჩუნებს მნიშვნელოვნად მაღალ საშუალოვადიან ეკონომიკურ ზრდას 5,1%-ის მაჩვენებლით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში, სხვადასხვა სექტორში აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან არაერთი ბიზნესი აქტიურად საქმიანობს, რაც ხაზს უსვამს საქართველოს ღია და ხელსაყრელ ბიზნესგარემოს, ისევე, როგორც იმედისმომცემ ეკონომიკურ შესაძლებლობებს. მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ დღესდღეობით საქართველოში თურქული კაპიტალით 2805-ზე მეტი, ხოლო აზერბაიჯანული კაპიტალით 1660-ზე მეტი კომპანია ოპერირებს.
„ჩვენი მტკიცე პარტნიორობა მკაფიოდ აისახება ვაჭრობასა და ინვესტიციებში - აზერბაიჯანი და თურქეთი სტაბილურად რჩებიან საქართველოს წამყვან სავაჭრო პარტნიორებსა და მთავარ ინვესტორებს შორის. 2025 წელს თურქეთი იყო საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ხოლო აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვა სიდიდით მე-7 ადგილზე იყო. ამავდროულად, აზერბაიჯანიდან საქართველოში განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა 3,1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო თურქეთიდან წლების განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა 2,4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტია“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ბიზნესფორუმის ორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, თანაორგანიზატორები კი Azpromo (აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტო) და Deik (თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო).
1772108421
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ...
1772107912
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - ქვეყნის სიძლიერე იზომება არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბრწყინვალებ...
1772106021
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ყველას გილოცავთ ამ პატივსაცემი ჯილდოების მიღებას და გისურვებთ ამაყად გეტარებინოთ ქართული კულტურის ამაგდართა წოდება, რადგანაც სწორედ ესაა ის იდეოლოგია და თვითშეგნება, რაც ასაზრდოებს ჩვენს ერს
„ქართული კულტურა არის სწორედ ის, რაც გვახსენებს თუ რისთვის ვიბრძვით, რას ვიცავთ და რას ვუფრთხილდებით”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კულტურის სფეროს წა...
1772104736
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ბრალდების შინაარსი - რატომ აშუქებენ მოვლენებს დამოუკიდებლად და ობიექტურად, უბედურება ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს უხარია. დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე
თითქმის, ყოველი მეორე, თუ ყველა არა „ტვ იმედში“ და „პოს ტვ“-ში ჩემი მეგობარია. არნახული უსამართლო გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები. არ დააკლეს დარბევა, ბულინგი, მიტაცება და ათასი საშინე...
1772103825
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთან
რეზოლუციებში ჩაგვიწერეს მოთხოვნა, რომ სანქციები უნდა დაგვეწესებინა რუსეთისთვის. დღესაც ეს ელჩები ჩვენგან ითხოვენ სანქციების დაწესებას, რაც გულისხმობს ჩვენი ეკონომიკის განადგურებას და ესკალაციას რუსეთთ...



























