ნიკოლოზ სამხარაძე: ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის საქართველოში თავისუფალ მედიაზე, თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა და ცენზურის მცდელობა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, საქართველოში თავისუფალი მედია დაასანქციროს, ცენზურის, სიტყვისა და გამოხატვის აკრძალვის მცდელობაა.

„ქართული ტელევიზიები თურმე უკრაინაზე ავრცელებენ, რომ კორუმპირებული ქვეყანაა, რაც მთელმა მსოფლიომ ისედაც იცის, რაზეც არა მხოლოდ ევროპული და ამერიკული, არამედ სხვა მედიებიც საუბრობენ. თურმე, ეს ტელევიზიები ოკუპირებულ ქვეყანაში პრორუსულ ნარატივს ავრცელებენ, არადა ორივე მედია ოკუპაციაზე ხშირად საუბრობს. სოლიდურ ახსნას და განმარტებას ვერ ვისმენთ მათ მიერ ჩამოწერილი მიზეზებიდან. მათივე ახსნიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ეს არის საქართველოში თავისუფალ მედიასა და თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა, ცენზურის მცდელობა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ ამაში ადანაშაულებდნენ ამერიკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი. მათ ეს ყველაფერი იუკადრისეს და თქვეს, რომ ასე არ იყო, ევროპაში თავისუფალ სიტყვას არავინ ზღუდავს, მაგრამ ეს არის ნათელი მაგალითი, როგორ შეიძლება, ერთ ქვეყანას ჰქონდეს მცდელობა, სხვა ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა შეზღუდოს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ტელეკომპანიები, „იმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია: „დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს: არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ „პოსტივი“ და „იმედი“ წარმოადგენენ ჩართულ პირს, რუსეთის სანქციების 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, შემდეგი საფუძვლით: ავრცელებენ განზრახ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. აღნიშნული ქმედება მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ისეთ პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. კერძოდ, რეგულარულად ავრცელებენ ისეთს კონტენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა არის დასავლეთის „მარიონეტი“, უკრაინა კორუმპირებული ქვეყანაა, უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას“.

ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული. ელჩს არც საგარეო უწყებაში შესვლამდე და არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772109960

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკული თანამშრომლობა ჩვენი რეგიონული პარტნიორობის კიდევ ერთი მთავარი საყრდენია და საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება

საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის მე-7 ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის და მის ფარგლ...

მარიამ ქვრივიშვილი

1772108421

ახალი ამბები

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ...

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთ

1772107912

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე - ქვეყნის სიძლიერე იზომება არა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობით თუ ეკონომიკური განვითარებით, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მისი კულტურული საძირკვლის სიმტკიცით

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები ბრწყინვალებ...

ირაკლი კობახიძე

1772106021

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ყველას გილოცავთ ამ პატივსაცემი ჯილდოების მიღებას და გისურვებთ ამაყად გეტარებინოთ ქართული კულტურის ამაგდართა წოდება, რადგანაც სწორედ ესაა ის იდეოლოგია და თვითშეგნება, რაც ასაზრდოებს ჩვენს ერს

„ქართული კულტურა არის სწორედ ის, რაც გვახსენებს თუ რისთვის ვიბრძვით, რას ვიცავთ და რას ვუფრთხილდებით”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს კულტურის სფეროს წა...

შალვა პაპუაშვილ

1772104736

საზოგადოება

გიორგი გამსახურდია ბრიტანეთის მიერ თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ბრალდების შინაარსი - რატომ აშუქებენ მოვლენებს დამოუკიდებლად და ობიექტურად, უბედურება ის არის, რომ ე.წ. ოპოზიციას ეს უხარია. დადგება თავის ადგილზე ყველაფერი, თან ძალიან მალე

თითქმის, ყოველი მეორე, თუ ყველა არა „ტვ იმედში“ და „პოს ტვ“-ში ჩემი მეგობარია. არნახული უსამართლო გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდნენ ეს ადამიანები. არ დააკლეს დარბევა, ბულინგი, მიტაცება და ათასი საშინე...

გიორგი გამსახურდია