დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი, თუ ნინო ლომჯარია

„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ის ძირითადი არგუმენტები მოიყვანა, რომლებიც საქართველოს პოტენციალს მის გარშემო მიმდინარე ტურბულენტობის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

დავით ქართველიშვილი ცალსახად აცხადებს, რომ არაფერი იცავს ქვეყანას ისე ძლიერად, როგორც მის ირგვლივ მოთამაშეების მატერიალური ინტერესი.

„არაფერს არ იცავენ ისეთი სიფრთხილითა და მოწიწებით, როგორც საკუთარ ეკონომიკურ და ფინანსურ ინტერესებს. სწორედ ეს ინტერესები გიცავენ ნებისმიერ სამხედრო ბლოკსა, თუ „რკინის გუმბათზე“ უკეთ, ხოლო როდესაც შენზე ფოკუსირებულია ერთდროულად რამდენიმე მოთამაშის მატერიალური ინტერესი, ადგილი გვაქვს უკვე კოლექტიურ ძალისხმევასთან, თითოეულმა შენს „კარგად ყოფნაში“ თავისი წვლილი შეიტანოს.

ამ პროცესებთან არანაირი საერთო არა აქვს იდეოლოგიურ მავნებლობას, რომელსაც ადგილი აქვს ევრობიუროკრატიის, თუ მათი ადგილობრივი აგენტურის მხრიდან. მათ ხომ სულ სხვა მიზნები და ამოცანები ამოძრავებთ და მათი განხორციელების გზაზე ისინი სადომაზოხისტური სიამოვნებით პერიოდულად საკუთარ კიდურებს აყენებენ ცეცხლნასროლ დაზიანებებს.

დღეს მათზე საუბარს აღარ დავუთმობთ დიდ ყურადღებას. საუბარი გვექნება პრაგმატულ პოლიტიკაზე იმ გეოეკონომიკურ კონფიგურაციაში, რომლის ერთ-ერთ ძირითად საკვანძო ნაწილად სწორედ საქართველო ჩამოყალიბდა. მის სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი, თუ ნინო ლომჯარია. დავუპირისპიროთ მათ ეს კონკურენტი ძალები:

აშშ – რომელიც დაინტერესებულია, საქართველო დარჩეს სტაბილურ და უსაფრთხო სატრანზიტო კვანძად კასპიის რეგიონსა და ევროპას შორის, რაც ამცირებს ევროპის დამოკიდებულებას სხვა, უფრო სარისკო მიმართულებებზე. ვაშინგტონისთვის სტაბილური საქართველო ასევე წარმოადგენს პლატფორმას ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რომლებიც ევრაზიას დასავლურ ბაზრებს უკავშირებს.

ჩინეთი – რომელიც საქართველოს განიხილავს, როგორც შუა დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო მონაკვეთს „ერთი სარტყელი-ერთი გზა“ ინიციატივის ფარგლებში, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს არასტაბილური რეგიონების გვერდის ავლით. ამიტომ პეკინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოს ტერიტორია დარჩეს პროგნოზირებადი, ლოგისტიკურად უსაფრთხო და პოლიტიკურად სტაბილური.

ევროკავშირი - ევროკავშირის პრაგმატული ნაწილი, რომელიც დაინტერესებულია სტაბილური საქართველოთი, როგორც საიმედო ხიდით კასპიის ენერგორესურსებისა და სავაჭრო ნაკადების ევროპაში გადასატანად. საქართველოში მშვიდობა და უსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება ევროპული ენერგეტიკული და სატრანსპორტო ჯაჭვების მდგრადობას.

რუსეთი - რუსეთი, რომელიც დაინტერესებულია, სამხრეთ კავკასია დარჩეს მართვად რეგიონად და არ იქცეს დიდი ძალების პირდაპირი დაპირისპირების ზონად. სტაბილური საქართველო ასევე მნიშვნელოვანია, როგორც შესაძლო ელემენტი მომავალი სატრანზიტო მარშრუტებისათვის, მიმართულებით ჩრდილოეთი–სამხრეთი და როგორც რეგიონული ბალანსის ფაქტორი.

თურქეთი - რომელიც საქართველოს განიხილავს სტრატეგიულ დერეფნად, რომელიც თურქეთის ეკონომიკას აკავშირებს კავკასიასთან, კასპიის რეგიონთან და ცენტრალურ აზიასთან. საქართველოს სტაბილურობა პირდაპირ განსაზღვრავს იმ ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების უსაფრთხოებას, რომლებიც თურქეთ–საქართველოს მიმართულებით გადის.

ირანი - რომელიც დაინტერესებულია, საქართველო დარჩეს ნეიტრალურ და სტაბილურ ტერიტორიად ჩრდილოეთის მიმართულებით და არ იყოს ჩართული ანტიირანულ სამხედრო კონფიგურაციებში. მშვიდობიანი და პროგნოზირებადი საქართველო ასევე მნიშვნელოვანია ჩრდილოეთის სავაჭრო მარშრუტებისა და რეგიონული ეკონომიკური კავშირის განვითარებისათვის.

ეს არის ის ძირითადი არგუმენტები, რომლებიც საქართველოს პოტენციალს მის გარშემო მიმდინარე ტურბულენტობის პირობებში ამ ეტაპზე ლამის მონოპოლისტურ და უნიკალურ მდგომარეობაში აყენებენ. ჩვენ ამ პირობებში კვლავინდებურად ორი ძირითადი ამოცანა გვაქვს შესასრულებელი: 1) ხელისუფლებამ არ დაუშვას ფატალური და გამოუსწორებელი შეცდომები და 2) დესტაბილიზაციით, ომით და არასტაბილურობით დაინტერესებული ჩვენი „მეხუთე კოლონის“ მაქსიმალური ნეიტრალიზაცია მოახდინოს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779088484

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალურ...

მამუკა მდინარაძე

1779088108

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ბაქოში დაგეგმილი მაღალი დონის ფორუმის შესახებ: ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაკეთდეს აქცენტები

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბაქოში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. საგარეო...

მაკა ბოჭორიშვილი

1779086730

ახალი ამბები

საქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრას გამართავს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა მინისტრთა...

 სულხან თამაზაშვილი

1779086001

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 31 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალ...

მეთადონი

1779085233

ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალა...

ქვემო ქართლის პოლიციამ მარნეულში ძებნილი პირი დააკავა