ორბანი: ზელენსკი აგრძელებს „დრუჟბას“ მილსადენის ჩაკეტვას, უნგრეთი არ იქნება უკრაინის კოლონია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა მე-19 დღეა, აგრძელებს უნგრეთის შანტაჟს „დრუჟბას“ ნავთობსადენის მუშაობის არგანახლებით, თუმცა 15 მარტს დაგეგმილ მშვიდობის მარშზე უნგრელებს შეუძლიათ, ერთობლივად გაუგზავნონ მესიჯი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. ამის შესახებ მან Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„პრეზიდენტი ზელენსკი აგრძელებს მილსადენის ჩაკეტვას, მიუხედავად იმისა, რომ იცის, ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის. ჩვენი ექსპერტები კიევში რამდენიმე დღეა, იმყოფებიან, მაგრამ მათ ჯერ კიდევ არ მიეცათ მილსადენზე წვდომის უფლება“, - განაცხადა ორბანმა.

ამავდროულად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო აშკარად ვერ ახერხებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტით გამოწვეული ნავთობის კრიზისის დაძლევას და რომ მხოლოდ იაფ რუსულ ნავთობს შეუძლია ამის მოგვარება, თუმცა ბრიუსელი ამას კვლავ უარყოფს.

„ამერიკელებმა უკვე მიიღეს ზომები და დაიწყეს სანქციების მოხსნა. თუმცა ბრიუსელში ისტერია ჯერ კიდევ არ ჩამცხრალა. ევროკომისია და გერმანიის კანცლერი რუსულ ნავთობზე შეზღუდვებს ინარჩუნებენ“, - განაცხადა მან.

ორბანმა ასევე ისაუბრა კვირას, 15 მარტს, დაგეგმილ მშვიდობის მარშზე და ყველას მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ხვალ მშვიდობის მარშია. ყველას ვთხოვ, ჩვენთან ერთად მოვიდნენ. მოდით, წინ აღვუდგეთ უკრაინის შანტაჟს. უნგრეთი არ იქნება უკრაინის კოლონია და ზელენსკი აქ ბრძანებებს ვერ გასცემს“, - განაცხადა ორბანმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773492119

ახალი ამბები

სულხან თამაზაშვილი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი, რომელსაც აქვს საინტერესო, ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, - განაცხადა აჭარის მთავრობის თა...

სულხან თამაზაშვილი:

1773490582

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე „ოცნების ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონული განვითარების მინისტრ კახა გულედანთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად „ოცნების ქალაქის“ სამშენე...

ირაკლი კობახიძე

1773489112

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: გრძელდება „ოცნების ქალაქის“ პროექტი და მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულ ჩვენს მოქალაქეებს

გრძელდება „ოცნების ქალაქის“ პროექტი და მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულ ჩვენს მოქალაქეებს - ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი და ეს...

ირაკლი კობახიძე

1773486677

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი: საქართველოს სტაბილურობაში, მშვიდობასა და უსაფრთხოებაში დღეს გაცილებით მნიშვნელოვანი ძალები არიან დაინტერესებული, ვიდრე კაია კალასი, მარტა კოსი, თინა ხიდაშელი, თუ ნინო ლომჯარია

„ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში ის ძირითადი არგუმენტები მოიყვანა, რომლებიც საქართველოს პოტენციალს მის გარშემო მიმდინარე ტურბულენტობის პირობებში გა...

ექსპერტი

1773486588

ახალი ამბები

პრემიერი GORBI-ის კვლევაზე: საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც გამორჩეულია უსაფრთხოების კუთხით

საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც უსაფრთხოების კუთხითაც გამორჩეულია ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახ...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე