POLITICO: მაშინ, როდესაც საფრანგეთი იწვის, ულტრამემარჯვენეები ამაში საარჩევნოდ შანსს ხედავენ

ექსტრემალური სიცხისა და გვალვის შედეგად უმართავი ტყის ხანძრები, ერთი შეხედვით, ნაკლებად ჰგავს იმ თემას, რისი საარჩევნოდ გამოყენებაც საფრანგეთის უკიდურეს მემარჯვენეებს შეეძლებათ - მარინ ლე პენის „ეროვნულ გაერთიანებას“ წლები აქვს გატარებული „მწვანე“ რეგულაციების მოწინააღმდეგეთა რიგებში, თუმცა, ახლა პარტია ოსტატურად იყენებს ბოლო წლების ყველაზე მასშტაბურ ხანძრებს იმის დასამტკიცებლად, რომ ემანუელ მაკრონის მთავრობა კრახს განიცდის თავის უმთავრეს მოვალეობაში: მოქალაქეებისა და მათი საკუთრების დაცვაში, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „მაშინ, როდესაც საფრანგეთი იწვის, ულტრამემარჯვენეები ამაში საარჩევნოდ შანსს ხედავენ“.

ედვიჟ დიაზი, „ეროვნული გაერთიანების“ პარლამენტარი და ლე პენის თანამოაზრე, აღნიშნავს, რომ ეს ხანძრები მორიგი რგოლია კრიზისების იმ ჯაჭვში, რაც ნათლად აჩვენებს ხელისუფლების საერთო უმწეობას საზოგადოების დაცვის საქმეში.

„დღევანდელი მოვლენები, საუბედუროდ, ადასტურებს, რომ მართლები ვიყავით“, - აღნიშნა მან.

მოიპოვებს თუ არა ეს არგუმენტი მხარდაჭერას, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუმცა, „ეროვნულ გაერთიანებას“ სულაც არ სჭირდება, რომ ხალხმა მას კლიმატის საკითხებში ავტორიტეტად შეხედოს. მისი მთავარი შესაძლებლობა იმ პარტიების შერყეულ ავტორიტეტშია, რომლებიც წლების განმავლობაში მართავდნენ საფრანგეთს, და იმ განცდაში, რომ სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეების დაცვის უნარი აღარ შესწევს.

POLITICO-სთვის გაზიარებული ბოლო კვლევის თანახმად, რომელიც ჩატარდა ცენტრისტი და ცენტრისტ-მემარცხენე პარტიების ყოფილ ამომრჩეველთა ოთხ ფოკუს-ჯგუფში, რესპონდენტები მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ ქვეყანა თავზე ენგრევათ. მთავრობის უმოქმედობის დასტურად მონაწილეებმა ბოლო დროის კრიზისების ჯაჭვი დასახელეს, მათ შორის 11 წლის გოგონას მკვლელობა იმ პირის მიერ, რომელიც პოლიციის მონიტორინგის ქვეშ მანამდეც იყო.

„ეროვნული გაერთიანება“ მექანიკურად იწერს ქულებს თავისი ანტისისტემური იმიჯის წყალობით ყოველ ჯერზე, როდესაც მედიაში ისეთი ახალი ამბი გაჟღერდება, რაც ქმნის განცდას, რომ მთავრობა უძლური იყო ფრანგი ხალხის პრობლემების წინაშე“, - აღნიშნავს სოციოლოგიური კომპანია Ipsos France-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი, მატიო გალარი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785344178

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ, პასუხისმგებლობაა და ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას

„მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე, ბატონო პრემიერო,...

მამუკა მდინარაძე

1785344134

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას, სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება

„რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლ...

ირაკლი კობახიძე

1785341959

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც კვლავაც შეითავსებს საქართ...

ირაკლი კობახიძე

1785341798

ახალი ამბები

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას მამუკა მდინარაძე. დაიკავებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე....

მამუკა მდინარაძე

1785339790

ახალი ამბები

საქართველოს ფოსტამ საერთაშორისო ლოგისტიკური ქსელი გააფართოვა - ახალი მიმართულებები ცენტრალურ აზიაში

„საქართველოს ფოსტამ საერთაშორისო ლოგისტიკური ქსელის გაფართოების ფარგლებში უკვე დაიწყო მომსახურების განხორციელება ყაზახეთის, თურქმენეთისა და ყირგიზეთის მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს ფოსტის...

საქართველოს ფოსტა