აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა, „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვიოს“ - ევროკავშირის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრი
ევროპაში ტყის ხანძრების გაზრდილი რისკების, ასევე, ესპანეთსა და საფრანგეთში მძიმე ხანძრების ფონზე, ევროკავშირის სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვიოს“.
ევროკავშირის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრის (ECCR) ხელმძღვანელის, მარია ზუბერის განცხადებით, იზრდება შეშფოთება იმის თაობაზე, რომ უახლოეს დღეებში ახალი ხანძრები გაჩნდება საბერძნეთში, იტალიასა და ცენტრალურ ევროპაში. ამასთან, საფრანგეთისთვის მოკლევადიანი პროგნოზი კვლავ „ძალიან მძიმეა“.
„თუ პორტუგალიასა და ესპანეთში არსებული ხანძრები იმ დროისთვის არ ჩაქრა, მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვევა“, - აღნიშნა ზუბერმა.
ბრიუსელში, ECCR-ის ოპერატიულ ცენტრში ჟურნალისტებთან საუბრისას, ზუბერმა დასძინა, რომ 2026 წელი შესაძლოა ევროპის ისტორიაში ხანძრების მხრივ ყველაზე მასშტაბურ სეზონად იქცეს და შარშანდელი რეკორდიც კი მოხსნას.
მისი განმარტებით, უხვი ნალექით გამოირჩეოდა ზამთარი და გაზაფხული, რამაც მცენარეულობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ზაფხულის მაღალი ტემპერატურისა და სიცხის ფონზე კი ეს უხვი მცენარეული საფარი ცეცხლისთვის იდეალურ საწვავად გადაიქცა.
1785346282
ახალი ამბებინინო ფოჩხუა: მიშას ორი ავატარი მე უკვე ამოვიცანი, ერთი წითლიძეა, მის ახალგაზრდობას გვახსენებს უფრო, მეორე ნანულა ჟორჟოლიანი, რომელიც უფრო ჰგავს სააკაშვილს 50 წლის ასაკში... არაა ბევრი ფიქრი საჭირო
ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი „ავატარი“ მზადდება. ფოჩხუა ირონიულად წერს, რომ, სააკაშვილის ორი „ავატარი“ უკვე ამო...
1785344941
მსოფლიოდონალდ ტრამპი ირანს ემუქრება - „ჩვენ მათ სულს ამოვხდით, ძალიან ძლიერად დავარტყამთ“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Foxs News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანის მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას, რომელიც ამერიკულმა ძალებმა გაანეიტრალეს, მკაცრი პასუხი მოჰყვება. „ჩვენ მათ...
1785344320
ახალი ამბებიქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ტუროპერატორები და მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს ტურისტული კომპანიებისა და მედია საშუალებების 20 წარმომადგენელი ეწვია. ინფო...
1785344178
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ჩვენთვის რეგიონები განსაკუთრებული პრიორიტეტია, ამ მიმართულების გაძლიერება ერთის მხრივ, პასუხისმგებლობაა და ამ გამოწვევასთან გამკლავებაში ჩემს გამოცდილებას მოვახმარ ჩემს გუნდს და ჩემს ქვეყანას
„მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე, რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე, ბატონო პრემიერო,...
1785344134
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას, სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება
„რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება დღეს არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულება მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლ...






























