დავით ქართველიშვილი სომხეთში რუბიოს ვიზიტზე: მთავარი კითხვა არა რუბიოს მოკლე ვიზიტის სიმბოლიზმშია, არამედ იმაში, შეძლებს თუ არა ერევანი ხელმოწერილი მემორანდუმების გარდაქმნას რეალურ ინვესტიციებად?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ვიზიტს ერევანში. ანალიტიკოსი წერს, რომ რუბიოს სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნა, სულ რაღაც, 45 წუთი გაგრძელდა. სომხეთ-ამერიკამ 3 მიმართულებით გააფორმეს ხელშეკრულებები, თუმცა ქართველიშვილი წერს, რომ „ფაქტობრივად თვითმფრინავის ტრაპთან“ შემდგარ ვიზიტს განსხვავებული შეფასებები მოყვა სომხეთში:

„ვიზიტი ფაშინიანის მთავრობის მხარდამჭერებისთვის გახდა დემონსტრირება იმისა, რომ ვაშინგტონი მზად არის საჯაროდ დაუჭიროს მხარი ერევანს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესებისა და საპარლამენტო არჩევნების წინ. ოპოზიციისთვის კი თავად ამ დოკუმენტების ხელმოწერის პროცედურა, ფაქტობრივად „თვითმფრინავის ტრაპთან“, უფრო წინასაარჩევნო PR ჟესტის სიმბოლოდ აღიქმება“, - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმასაც, რომ სომხეთის ნაბიჯები გარდაუვალად ზრდის ზეწოლას რუსეთის მხრიდან.

„მარკო რუბიოს ვიზიტი სომხეთში მართლაც უჩვეულოდ გამოიყურებოდა ყველაზე მკაცრი დიპლომატიური პრაქტიკის ფონზეც კი. ამერიკის სახელმწიფო მდივნის თვითმფრინავმა პოლიტიკურ-ტექნიკური გაჩერება განახორციელა ზვარტნოცოს აეროპორტში, ინდოეთიდან სამშობლოში ფრენის დროს (ძირითადად თვითმფრინავის საწვავით შევსების მიზნით). სომხური და საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, რუბიოს ყოფნა სომხეთის ტერიტორიაზე სადღაც 45 წუთი გაგრძელდა: იგი არ გასულა ქალაქში, არ ეწვია სამთავრობო შენობებს და არ გამართა სრულფასოვანი მოლაპარაკებები ერევანში - შემოიფარგლა მოკლე ბრიფინგით, დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონიითა და პროტოკოლური შეხვედრით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან, რაც უშუალოდ აეროპორტის შენობაში გაიმართა. ხელმოწერილი დოკუმენტების პაკეტი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავდა: პირველი - აშშ-სა და სომხეთს შორის „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ ქარტია, რომელიც ჩარჩო-პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას აცხადებს; მეორე - მემორანდუმი „კრიტიკული მინერალებისა“ და იშვიათმიწა მეტალების შესახებ, რომელიც სომხეთის სტრატეგიული ნედლეულის (მათ შორის სპილენძისა და მოლიბდენის) მოძიების, მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს; მესამე - ჩარჩო შეთანხმება პროექტ TRIPP-ის („Trump Route for International Prosperity and Partnership“) ფარგლებში, რომელიც ევრაზიის სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ და ინფრასტრუქტურულ ინიციატივებს უკავშირდება. პოლიტიკური თვალსაზრისით ვიზიტის ფორმატი, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის მხარდამჭერებისთვის გახდა დემონსტრირება იმისა, რომ ვაშინგტონი მზად არის საჯაროდ დაუჭიროს მხარი ერევანს სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესებისა და საპარლამენტო არჩევნების წინ. ოპოზიციისთვის კი თავად ამ დოკუმენტების ხელმოწერის პროცედურა, სრულფასოვანი სახელმწიფო ვიზიტის, დედაქალაქში გამართული პრესკონფერენციისა და ოფიციალური შეხვედრების გარეშე, ფაქტობრივად „თვითმფრინავის ტრაპთან“, უფრო წინასაარჩევნო PR ჟესტის სიმბოლოდ აღიქმება, ვიდრე რეალურ სტრატეგიულ გარღვევად. კრიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ აშშ-ს სომხეთისთვის არ მიუცია არც პირდაპირი უსაფრთხოების გარანტიები, არც მასშტაბური საინვესტიციო პაკეტები და არც ისეთი კონკრეტული ვალდებულებები, რასაც ვაშინგტონი თავის მთავარ მოკავშირეებს სთავაზობს. უფრო ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში საქმე ეხება სომხეთის მცდელობას, დააჩქაროს საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაცია ყარაბაღის კრიზისისა და უსაფრთხოების ძველი არქიტექტურის მიმართ ნდობის მკვეთრი დაცემის შემდეგ. თუმცა, ასეთი შემობრუნება გარდაუვალად ზრდის ზეწოლას რუსეთის მხრიდან, რომელიც სომხეთისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო, ენერგეტიკულ და სამხედრო ფაქტორად რჩება. ამიტომ მთავარი კითხვა არა იმდენად რუბიოს მოკლე ვიზიტის სიმბოლიზმშია, არამედ იმაში, შეძლებს თუ არა ერევანი ხელმოწერილი მემორანდუმების გარდაქმნას რეალურ ინვესტიციებად, ინფრასტრუქტურულ პროექტებად და გრძელვადიან გარანტიებად, და არა მხოლოდ წინასაარჩევნო პოლიტიკურ სიგნალად. მოკლედ, სულ ეს იყო...“, - წერს დავით ქართველიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779864383

მსოფლიო

ჩეხეთის მკვიდრმა ლატარიაში 120 მლნ ევრო მოიგო

ჩეხეთში ერთმა ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა ჯეკპოტი Eurojackpot მოიგეს, რომლის ოდენობა 120 მლნ ევროა, ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. მაქსიმალური მოგების მისაღებად, Eurojackpot-ის მოსაგებად ლატარ...

ქალმა, რომელიც ლატარიას ერთი კომბინაციით თამაშობდა, 1 მილიონი დოლარი მოიგო

1779863121

მსოფლიო

მოჯთაბა ხამენეის პირველი საჯარო გამოსვლა - აშშ-ის პოზიციები რეგიონში შესამჩნევად შესუსტდა

აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ თანამდებობის დაკავების შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები აშშ-ის სამხედრო ბაზებისთვის პლაცდარმად აღარ გამოდგებიან. მან ეს განცხადება მას შე...

მოჯთაბა ხამენეი

1779861928

ახალი ამბები

ნათია თურნავას დღეს პარლამენტში მოუსმენენ

დღეს ქვეყნის კანონმდებლების წინაშე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა წარდგება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კანონმდებლებს არაერ...

ნათია თურნავა

1779861218

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუს მტკიცებით, ისრაელი ლიბანში მხოლოდ, სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხრეთ ლიბანში ქვეყნის გაფართოებული სახმელეთო ოპერაციების შესახებ კომენტარი გააკეთა. „ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს ოპერაციებს ლიბანში“, - დაწერა პრემიერ-მინისტ...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1779859271

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას. „ძვირ...

მიხეილ ყაველაშვილ