შალვა პაპუაშვილი: არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სურვილი არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული

„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სურვილი არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ ცალმხრივად და უსამართლოდ გააუქმა იმისთვის, რომ ზიანი მიეყენებინა ჩვენი ქვეყნისთვის.

„შეგახსენებთ, რომ ის სტრატეგიული პარტნიორობა იყო დამამშვიდებელი პრიზი მიხეილ სააკაშვილისთვის 2009 წელს, 2008 წლის მარცხის შემდეგ და ამით მას გარკვეული დამამშვიდებელი პრიზივით მისცეს, რომ ქართველ ხალხს იმავე მომენტში არ გამეყვანა დიქტატორი სააკაშვილი საკუთარი კაბინეტიდან.

ეს ის მეთოდია, რომელსაც დღეს ვაკვირდებით უკრაინასთან მიმართებით, როდესაც უკრაინას სთავაზობენ ხან ასოცირებულ წევრობას ევროკავშირის, ხან დაჩქარებულ პროცედურებს, იმის სანაცვლოდ, რომ ეს ყველაფერი მოხდება სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ რუსეთის ფედერაციასთან, რომლის ნაწილიც იქნება ტერიტორიების გასვლა უკრაინის კონტროლიდან. აი, ეს ისტორია აქვს ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორობას, ახლა ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა დასძინა, რომ ნებისმიერ ურთიერთობას საქართველო ამყარებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779869274

ახალი ამბები

თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს

თბილისის განვითარების ფონდი სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ტაძარი დ...

 სიონის საპატრიარქო ტაძარი

1779869197

ახალი ამბები

კახა კალაძე - ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, ვავალებ შიდა აუდიტის სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს და საკუთარ მოადგილეებს ავალებს, შეისწავლონ მეტროსადგურ „ავლაბარში“ უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი პრობლემა. როგორ...

კახა კალაძე

1779866863

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი სომხეთში რუბიოს ვიზიტზე: მთავარი კითხვა არა რუბიოს მოკლე ვიზიტის სიმბოლიზმშია, არამედ იმაში, შეძლებს თუ არა ერევანი ხელმოწერილი მემორანდუმების გარდაქმნას რეალურ ინვესტიციებად?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ვიზიტს ერევანში. ანალიტიკოსი წერს, რომ რუბიოს სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნა, სულ რაღაც, 4...

დავით ქართველიშვილი

1779864383

მსოფლიო

ჩეხეთის მკვიდრმა ლატარიაში 120 მლნ ევრო მოიგო

ჩეხეთში ერთმა ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა ჯეკპოტი Eurojackpot მოიგეს, რომლის ოდენობა 120 მლნ ევროა, ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. მაქსიმალური მოგების მისაღებად, Eurojackpot-ის მოსაგებად ლატარ...

ქალმა, რომელიც ლატარიას ერთი კომბინაციით თამაშობდა, 1 მილიონი დოლარი მოიგო

1779863121

მსოფლიო

მოჯთაბა ხამენეის პირველი საჯარო გამოსვლა - აშშ-ის პოზიციები რეგიონში შესამჩნევად შესუსტდა

აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ თანამდებობის დაკავების შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები აშშ-ის სამხედრო ბაზებისთვის პლაცდარმად აღარ გამოდგებიან. მან ეს განცხადება მას შე...

მოჯთაბა ხამენეი