თბილისის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამით დღემდე 2 769 შემთხვევა დააფინანსა

დედაქალაქის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის დაწყებიდან დღემდე მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების 2 769 შემთხვევა დააფინანსა, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა, რომელთან დაკავშირებითაც თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდება.

„30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა, რომელიც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი დიაგნოზის მქონე ადამიანებისადმი სოლიდარობის გამოხატვას და მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდება და ეს კიდევ ერთხელ იქნება დასტური ჩვენი მხარდაჭერისა და ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა. გაფანტული სკლეროზი არის ცენტრალური ნერვული სისტემის არაპროგნოზირებადი დაავადება, რომელიც თავის ტვინსა და სხეულს შორის ურთიერთკავშირის პრობლემებს იწვევს, საბოლოო ჯამში კი მას ადამიანის ქმედუუნარობის გამოწვევა შეუძლია.

დედაქალაქის მერია ამ დაავადების მქონე პირებისა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით, „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამას ახორციელებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური
გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ჩატარებული მკურნალობით შესაძლებელია დაავადების აქტივობის დათრგუნვა.

„აღნიშნული პროგრამა ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და 2020 წელს მედიკამენტების დაფინანსებით დავიწყეთ მისი განხორციელება. პროგრამა ეტაპობრივად გაფართოვდა და მას მაღალტექნოლოგიური კვლევები დაემატა, ასევე, გადაწყდა, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, მედიკამენტების პროგრამის ყველა მოსარგებლისთვის 100%-ით დაფინანსება, რაც მათთვის სერიოზული ფინანსური მხარდაჭერაა. სამედიცინო წრეების შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, მერიამ პროგრამაში ჩასართავ პირთა ასაკობრივი ზღვარიც მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ ჩატარებული მკურნალობით შესაძლებელია ამ დაავადების აქტივობის დათრგუნვა და გაფანტული სკლეროზის მქონე პირთა ყოველდღიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში დაბრუნება. პროგრამის დაწყებიდან დღემდე ჩვენი მხრიდან მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების 2 769 შემთხვევა
დაფინანსდა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალიტეტი მოქმედი შესაბამისი პროგრამებით გვერდით დაუდგება დედაქალაქის მცხოვრებლებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779869197

ახალი ამბები

კახა კალაძე - ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, ვავალებ შიდა აუდიტის სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს და საკუთარ მოადგილეებს ავალებს, შეისწავლონ მეტროსადგურ „ავლაბარში“ უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი პრობლემა. როგორ...

კახა კალაძე

1779866863

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი სომხეთში რუბიოს ვიზიტზე: მთავარი კითხვა არა რუბიოს მოკლე ვიზიტის სიმბოლიზმშია, არამედ იმაში, შეძლებს თუ არა ერევანი ხელმოწერილი მემორანდუმების გარდაქმნას რეალურ ინვესტიციებად?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ვიზიტს ერევანში. ანალიტიკოსი წერს, რომ რუბიოს სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნა, სულ რაღაც, 4...

დავით ქართველიშვილი

1779864383

მსოფლიო

ჩეხეთის მკვიდრმა ლატარიაში 120 მლნ ევრო მოიგო

ჩეხეთში ერთმა ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა ჯეკპოტი Eurojackpot მოიგეს, რომლის ოდენობა 120 მლნ ევროა, ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. მაქსიმალური მოგების მისაღებად, Eurojackpot-ის მოსაგებად ლატარ...

ქალმა, რომელიც ლატარიას ერთი კომბინაციით თამაშობდა, 1 მილიონი დოლარი მოიგო

1779863121

მსოფლიო

მოჯთაბა ხამენეის პირველი საჯარო გამოსვლა - აშშ-ის პოზიციები რეგიონში შესამჩნევად შესუსტდა

აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ თანამდებობის დაკავების შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები აშშ-ის სამხედრო ბაზებისთვის პლაცდარმად აღარ გამოდგებიან. მან ეს განცხადება მას შე...

მოჯთაბა ხამენეი

1779861928

ახალი ამბები

ნათია თურნავას დღეს პარლამენტში მოუსმენენ

დღეს ქვეყნის კანონმდებლების წინაშე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა წარდგება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კანონმდებლებს არაერ...

ნათია თურნავა