შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე: გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის, ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემოა შემოკრებილი
„გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემო არის შემოკრებილი, არის ის facebook ბაბლი, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოებად და სინამდვილეში facebook-ის ერთი „ფრენდლისთია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გუშინდელმა დღემ ყველას დაანახა, რომ საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას.
„გუშინდელი საღამო იყო ფინალური აკორდი იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას. ჩვენ ვნახეთ, როგორც იტყვიან - „რაც არ უნდა ჭირი მალო, ჭირი თავს არ დამალავს“. არ დამალა ჭირმა თავიც და ვნახეთ გუშინ „ნაცმოძრაობის“ აქცია მთელი თავისი ესთეტიკით, პლაკატებით, მოწოდებებით, სახეებით. მიხეილ სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მაღალჩინოსნების - გვარამიას, ბოკერიას, ვაშაძის მიერ ორგანიზებული ღონისძიება. ეს არის სინამდვილეში, რაც დაინახა ქართველმა ხალხმა. ადამიანები, რომლებიც მოწოდებულები არიან, რომ გახლიჩონ საზოგადოება. მაშინ, როდესაც ქვეყანა ზეიმობს, ჩააშხამონ ადამიანებს ზეიმი. ვნახეთ გუშინ მათი მცდელობები, რომ რამენაირად ყოფილიყო რადიკალური მუხტი, მაგრამ ეს მუხტიც აღარ აქვთ უკვე და დაკარგულია დიდი ხანია. ასე რომ, ვფიქრობ, გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემო არის შემოკრებილი, ეს არის ზუსტად ის facebook ბაბლი, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოებად და სინამდვილეში facebook-ის ერთი „ფრენდლისთი“ არის. მათი მოწოდებებიდანაც ჩანდა, რომ სოცქსელებში გამოჩენილიყვნენ.
ნიშანდობლივია, რომ დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც საზოგადოება ზეიმობს მის სუვერენიტეტს, რადიკალური ოპოზიცია დაკავებულია კვლავ ვასალური ქცევით იმისთვის, რომ უცხოელების დავალებები შეასრულოს. ბოლო პერიოდში მათ წამოსცდათ, რომ ამგვარ ღონისძიებებს აორგანიზებენ იმიტომ, რომ სხვებს დაანახონ და დაათვლევინონ თავები, როგორც თვითონ თქვეს, იმისთვის, რომ მათი მფარველობა კიდევ გაგრძელდეს. ეს არის „ნაცობის“ იდეოლოგია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1779869274
ახალი ამბებითბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
თბილისის განვითარების ფონდი სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ტაძარი დ...
1779869197
ახალი ამბებიკახა კალაძე - ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, ვავალებ შიდა აუდიტის სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს და საკუთარ მოადგილეებს ავალებს, შეისწავლონ მეტროსადგურ „ავლაბარში“ უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი პრობლემა. როგორ...
1779866863
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი სომხეთში რუბიოს ვიზიტზე: მთავარი კითხვა არა რუბიოს მოკლე ვიზიტის სიმბოლიზმშია, არამედ იმაში, შეძლებს თუ არა ერევანი ხელმოწერილი მემორანდუმების გარდაქმნას რეალურ ინვესტიციებად?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ვიზიტს ერევანში. ანალიტიკოსი წერს, რომ რუბიოს სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნა, სულ რაღაც, 4...
1779864383
მსოფლიოჩეხეთის მკვიდრმა ლატარიაში 120 მლნ ევრო მოიგო
ჩეხეთში ერთმა ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა ჯეკპოტი Eurojackpot მოიგეს, რომლის ოდენობა 120 მლნ ევროა, ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. მაქსიმალური მოგების მისაღებად, Eurojackpot-ის მოსაგებად ლატარ...
1779863121
მსოფლიომოჯთაბა ხამენეის პირველი საჯარო გამოსვლა - აშშ-ის პოზიციები რეგიონში შესამჩნევად შესუსტდა
აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ თანამდებობის დაკავების შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები აშშ-ის სამხედრო ბაზებისთვის პლაცდარმად აღარ გამოდგებიან. მან ეს განცხადება მას შე...































