კახა კალაძე - ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, ვავალებ შიდა აუდიტის სამსახურს, მოიკვლიოს ეს ფაქტი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს და საკუთარ მოადგილეებს ავალებს, შეისწავლონ მეტროსადგურ „ავლაბარში“ უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი პრობლემა.

როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაცია ორი წლის წინ დასრულდა და აუცილებლად მოსაკვლევია, რატომ ჩავიდა წყალი და იყო თუ არა სამუშაოები ხარისხიანად შესრულებული.

„უხვი ნალექის გამო, გარკვეული პრობლემები შეიქმნა „ავლაბრის“ მეტროსადგურში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე წლის წინ დასრულდა. კადრები ყველამ ვიხილეთ – ფაქტობრივად ისე წვიმდა, როგორც გარეთ. სადგური მანამდე მძიმე მდგომარეობაში იყო, ამორტიზებული, ავარიული. გარკვეული დრო დასჭირდა პროექტის შეთანხმებას და პროცედურებს, მაგრამ პროექტი მაინც განხორციელდა, ახლა კი ფაქტია, არსებობს ხარვეზი, რაც უხერხულობასა და დისკომფორტს ქმნის. მინდა, დავავალო ჩვენი შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს, ასევე ჩემს მოადგილეებს, რომ დავიწყოთ აღნიშნული საქმის მოკვლევა. არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო, თუმცა კომპანიები, ამა თუ იმ პროექტზე სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობას იღებენ და მნიშვნელოვანია, სამუშაოები ხარისხიანად შეასრულონ. ვნახე ფოტოებიც, სანიაღვრე მილები ერთმანეთთან აცდენილი იყო და რატომ იყო აცდენილი, ამაზეა პასუხი გასაცემი. არ ვიცი, ვისი ბრალია – კომპანიის, მიმღების თუ ზედამხედველის. აუდიტის სამსახურს ევალება, ყველაფერი მოიკვლიოს და თუ საჭირო იქნება, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მიმართა ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელს, ვინც დედაქალაქის მერიის პროექტებზე მუშაობს, რომ სამუშაოების შესრულების დროს პასუხისმგებლობა და ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ზოგადად, მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ეს გვაზიანებს ყველას, პირადად მეც. აქ კომპანიაზე არავინ საუბრობს, ყველა საუბრობს მერიაზე და ჩვენზე. ასეთ ფაქტებს რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. კომპანიებმა, რომლებიც მერიის პროექტებზე მუშაობენ, კარგად უნდა იცოდნენ, რომ პასუხისმგებლობა და ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სამუშაოებს ვატარებთ იმიტომ, რომ ათეულ წლებს გაუძლოს, ყველაფერს ძირეულად ვცვლით, იქმნება დისკომფორტი, სამუშაოებს მეტი დრო სჭირდება, გადაადგილება იზღუდება, მაგრამ ამ ტიპის სამუშაოებს სხვანაირად ვერ შევასრულებთ. როგორც ჩვენ, კომპანიებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს. ეს ქალაქი მხოლოდ თბილისის მერიის მთავრობის წევრების ხომ არ არის, ყველასია და ყველამ თანაბრად უნდა გადავინაწილოთ ეს პასუხისმგებლობა. ჩვენ დედაქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი ოჯახებით, შვილებით და ყველაფერი საუკეთესო გვინდა ჩვენი ულამაზესი თბილისისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად, გარკვეული პრობლემები სხვადასხვა მისამართზეც შეიქმნა, თუმცა შესაბამისი სამსახურები პირველივე დღიდან ადგილზე არიან და გვერდით უდგანან მოსახლეობას.

„ბოლო პერიოდში საქართველოში და მათ შორის თბილისში მოსულმა ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა, როგორც არსებულ ინფრასტრუქტურას, ისე დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ჩამოშალა ფერდები და გრუნტის დამჭერი კედლები. წვიმამ დედაქალაქში რამდენიმე ადგილას მოგლიჯა ხეები, დაზიანდა განათების ბოძები, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურა. აღარ დავიწყებ დეტალურად ჩამოთვლას პრობლემების. ჩვენი შესაბამისი სამსახურები პირველივე დღიდან აქტიურად არიან ჩართულნი, ხდება პრობლემების აღწერა, თუ რა დაზიანდა და შესაბამისი ნაბიჯები იდგმება. არ დარჩენილა ოჯახი, ვისაც უამინდობამ პრობლემა შეუქმნა და მათთან ჩვენი თანამშრომლები არ მისულიყვნენ. ყველას მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1779869274

ახალი ამბები

თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს

თბილისის განვითარების ფონდი სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ტაძარი დ...

 სიონის საპატრიარქო ტაძარი

1779866863

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი სომხეთში რუბიოს ვიზიტზე: მთავარი კითხვა არა რუბიოს მოკლე ვიზიტის სიმბოლიზმშია, არამედ იმაში, შეძლებს თუ არა ერევანი ხელმოწერილი მემორანდუმების გარდაქმნას რეალურ ინვესტიციებად?

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ვიზიტს ერევანში. ანალიტიკოსი წერს, რომ რუბიოს სომხეთის ტერიტორიაზე ყოფნა, სულ რაღაც, 4...

დავით ქართველიშვილი

1779864383

მსოფლიო

ჩეხეთის მკვიდრმა ლატარიაში 120 მლნ ევრო მოიგო

ჩეხეთში ერთმა ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა ჯეკპოტი Eurojackpot მოიგეს, რომლის ოდენობა 120 მლნ ევროა, ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს. მაქსიმალური მოგების მისაღებად, Eurojackpot-ის მოსაგებად ლატარ...

ქალმა, რომელიც ლატარიას ერთი კომბინაციით თამაშობდა, 1 მილიონი დოლარი მოიგო

1779863121

მსოფლიო

მოჯთაბა ხამენეის პირველი საჯარო გამოსვლა - აშშ-ის პოზიციები რეგიონში შესამჩნევად შესუსტდა

აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ თანამდებობის დაკავების შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებაში აღნიშნა, რომ რეგიონის ქვეყნები აშშ-ის სამხედრო ბაზებისთვის პლაცდარმად აღარ გამოდგებიან. მან ეს განცხადება მას შე...

მოჯთაბა ხამენეი

1779861928

ახალი ამბები

ნათია თურნავას დღეს პარლამენტში მოუსმენენ

დღეს ქვეყნის კანონმდებლების წინაშე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა წარდგება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან კანონმდებლებს არაერ...

ნათია თურნავა