ლევან მაჭავარიანი: როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის „გაშავება“, აგენტურაც იმგვარად იქცეოდა, როგორიც იყო დავალება
„როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების მხრიდან დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის გაშავება და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს, [აგვისტოს ომიდან] სულ რამდენიმე ხანში გადატვირთვა ურთიერთობის ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. ასევე, სულ რამდენიმე თვეში, როდესაც აღლუმი იმართებოდა მოსკოვში, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის ლიდერები იმყოფებოდნენ იქ და შესაბამისად, აგენტურასაც დავალება სხვანაირად ჰქონდა ჩაშლილი და იმგვარად იქცეოდნენ, როგორიც იყო დავალება, მათ უფლება არ აქვთ, რომ სხვანაირად იფიქრონ და სხვა რიტორიკით გაავრცელონ ნარატივი“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისი განცხადებით, ახლანდელი ოპოზიცია, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ხელისუფლებაში იყო, რუსებს საზღვარზე ხვდებობდა, ასევე, რუსულ კომპანიებს გადაუფორმეს საქართველოს სტრატეგიული ობიექტები და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლადაც გადამწყვეტი ხმა მისცეს რუსეთს.
მაჭავარიანის განმარტებით, როდესაც გარე ძალების დღის წესრიგი შეიცვალა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, შეიცვალა ქართული ოპოზიციის რიტორიკაც, რომლებიც სწორედ გარე აქტორების მითითებებსა და კარნახზე არიან დამოკიდებული.
„ისინი ხვდებოდნენ საზღვარზე რუსებს, ამბობდნენ, რომ რუსი ტურისტები არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, გადააფორმეს ჩვენი სტრატეგიული ობიექტები რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებულ კომპანიებს, სხვათა შორის, რუსეთს მისცეს გადამწყვეტი ხმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად და ა.შ.. ასევე, ის სამარცხვინო რეზოლუცია, რაზეც ხელი მოაწერეს და ჩვენს გმირ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება და ომის დანაშაულების ჩადენა. ხოლო, როდესაც დღის წესრიგი შეიცვალა და გლობალური ძალებისთვის უკვე მნიშვნელოვანი გახდა რუსების და რუსეთის გაშავება, მანდ უკვე სხვა მესიჯბოქსი მიიღო აგენტურამ და ეს მესიჯბოქსი ჩაიშალა მას შემდეგ, რაც აგრესია განხორციელდა უკვე ამ შემთხვევაში უკრაინაზე. შესაბამისად, ეს აგენტურული ოპოზიცია თავის მდიდარ ენჯეოებთან ერთად, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად დამოკიდებული არის გარე ძალების მითითებებზე, კარნახზე, მესიჯბოქსზე და როგორც ეუბნებიან და რასაც ეუბნებიან, ზუსტად იმგვარად მოქმედებენ“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
1785925444
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ქართულ ოცნებას“ გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ, რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვსაუბრობდით სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება?
„ქართულ ოცნებას“ გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ და მელაპარაკებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვ...
1785925209
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ძალიან ამაზრზენ სანახაობად გადაიქცა ქალბატონების ეს ჭიდილი, ბრწყინვალე ნანას და თინას ჭიდილი, მიშას კარზე თუ ვინ გახდება ე.წ. თავმჯდომარე
„ძალიან ამაზრზენ სანახაობად გადაიქცა ქალბატონების ეს ჭიდილი, ბრწყინვალე ნანას და თინას ჭიდილი, მიშას კარზე ვინ გახდება ე.წ. თავმჯდომარე“,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხ...
1785924951
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: პრემიერის წერილი და ოპოზიციის ქმედებები გვახსენებს, როდესაც საქართველოში სისხლის ღვრა იყო, სააკაშვილი და მისი დამქაშები როგორ დარბოდნენ საზღვარ-საზღვარ თუ ეთერ-ეთერ და გვიხსნიდნენ, როგორი მნიშვნელოვანია რუსეთთან თანამშრომლობა
„პრემიერის წერილი და ოპოზიციის ქმედებები კიდევ ერთხელ ახსენებს საზოგადოებას, ფორმალურად თავიანთ ქვეყანაში, ფორმალურად - იმიტომ, რომ აგენტს სამშობლო არ გააჩნია - როდესაც სისხლის ღვრა იყო, სრულიად 100%-...
1785922337
ახალი ამბებიგია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება - თითქოს, აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ - არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
„გიორგი ბარამიძე და მისნაირი „ნაცგობლინები“ პირდაპირ ასრულებენ ოკუპანტი კრემლის დაკვეთას. კატეგორიულად მიუღებელია დაუსაბუთებელი ბრალდებებით საქართველოს, მისი თავდაცვის ძალებისა და მებრძოლების დისკრედი...
1785922119
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი – როცა ვამბობდით, რომ სტრატეგიული ობიექტების გადაცემა არ შეიძლება არც რუსეთისთვის და არც სხვისთვის, „ნაცმოძრაობა“ აცხადებდა, ფულს სუნი არ ასდისო, დღეს მსოფლიოში ვითარება შეიცვალა
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რომ მოსა...































