ზაალ ანჯაფარიძე: ვერც ექსპერტად და ვერც პოლიტიკოსად შემდგარი პირები ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ საქართველოში ანტირუსული განწყობები ყოველთვის მძაფრი იყო და 2022 წლის შემდეგ არ მომხდარა მათი ხელოვნურად აგორება

„მას შემდეგ რაც ხელისუფლების ცვლილების შედეგად, მოხერხდა რუსეთთან დაძაბულობის შედარებით განმუხტვა და ახალი კონფლიქტის საფრთხემაც დაიწია, ძალიან ბევრმა ქართველმა ისარგებლა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების აღდგენით. რუს ტურისტებზე ნადირობდნენ აქაური ბიზნესები და კარგი მოსავალიც ნახეს“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, 2019 წლის ივნისის და სხვა მოვლენები, რაზეც აპელირებენ, იყო ოპოზიციის მიერ დადგმული პროვოკაცია და სამწუხაროდ ბოლომდე არ გამოძიებულა. მისივე თქმით, ეს იყო ხალხის ხანმოკლე მანიპულირება, მალევე ჩაქრა და არ გადაზრდილა მასობრივ რუსოფობიაში, როგორც სურდა აგენტურას. მისი შეფასებით, ყველაფერი გაგრძელდებოდა ჩვეულ რეჟიმში, რომ არა ომი უკრაინაში, როდესაც აქაურმა აგენტურამ რუსოფობიის ტალღის აგორების დირექტივა მიიღო და მცირერიცხოვან რადიკალურ ჯგუფების მეშვეობით სცადა აეგორებინა, ახლაც ცდილობს, თუმცა ხალხმა უკვე გაშიფრა ვინც არიან.

„ვერც ექსპერტად და ვერც პოლიტიკოსად შემდგარი პირები ცდილობენ საზოგადოება დააჯერონ, რომ საქართველოში ანტირუსული განწყობები ყოველთვის მძაფრი იყო და 2022 წლის შემდეგ არ მომხდარა მათი ხელოვნურად აგორება. ეს არის ტყუილი. მას შემდეგ რაც ხელისუფლების ცვლილების შედეგად, მოხერხდა რუსეთთან დაძაბულობის შედარებით განმუხტვა და ახალი კონფლიქტის საფრთხემაც დაიწია, ძალიან ბევრმა ქართველმა ისარგებლა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების აღდგენით. რუს ტურისტებზე ნადირობდნენ აქაური ბიზნესები და კარგი მოსავალიც ნახეს. 2019 წლის ივნისის და სხვა მოვლენები, რაზეც აპელირებენ, იყო ოპოზიციის მიერ დადგმული პროვოკაცია და სამწუხაროდ ბოლომდე არ გამოძიებულა. ეს იყო ხალხის ხანმოკლე მანიპულირება, მალევე ჩაქრა და არ გადაზრდილა მასობრივ რუსოფობიაში, როგორც სურდა აგენტურას. ყველაფერი დალაგდა და გაგრძელდებოდა ჩვეულ რეჟიმში, რომ არა ომი უკრაინაში, როდესაც აქაურმა აგენტურამ რუსოფობიის ტალღის აგორების დირექტივა მიიღო და მცირერიცხოვან რადიკალურ ჯგუფების მეშვეობით სცადა აეგორებინა. ახლაც ცდილობს, თუმცა ხალხმა უკვე გაშიფრა ვინც არიან. რაც უფრო სახიფათოა, ეს ხალხი დღესაც მოგვიწოდებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ხმლები ვიშიშვლოთ. გასაგებია რატომაც აკეთებენ ამას. უნდათ აგვისტოს ომის განწყობებზე ითამაშონ და მათი ჭკუით „მაგრები“ გამოჩნდნენ... სინამდვილეში კი, მორიგ ჯერზე ამტკიცებენ, რომ აქ უცხოურ აგენტურას წარმოადგენენ. ქილიკით არ ვამბობ, ეს სამწუხარო ამბავია ქვეყნისთვის, მაგრამ ეს ერთ-ერთი შედეგია იმ პროცესების, რომლებიც ბოლო ათწლეულები მიმდინარეობს ჩვენთან და ჩვენს გარშემო“, - წერს ანჯაფარიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1785926704

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის „გაშავება“, აგენტურაც იმგვარად იქცეოდა, როგორიც იყო დავალება

„როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების მხრიდან დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის გაშავება და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს, [აგვისტოს ომიდან] სულ რამდენი...

ლევან მაჭავარიანი

1785926473

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა აკრედიტაცია და იქ განხორციელდება შესაბამისი პროგრამები, ზუგდიდისა და ახალციხის უნივერსიტეტებს დაემატა ტურიზმის პროგრამები

„სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა აკრედიტაცია, შესაბამისად, სწორედ სოხუმის უნივერსიტეტში განხორციელდება შესაბამისი პროგრამები“, - ამის შესახებ საქართველო...

ირაკლი კობახიძე

1785926402

ახალი ამბები

პრემიერი: ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება ჩვენი სავალუტო რეზერვები, გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 7.1 მლრდ დოლარი, რაც ისტორიული მაქსიმუმია, ხოლო წლიურ ჭრილში გაიზარდა 52%-ით

„ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება ჩვენი სავალუტო რეზერვები და ამ კუთხით აქტიურად მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომ...

ირაკლი კობახიძე

1785926162

ახალი ამბები

პრემიერი: ჩვენს ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა დაკავშირებადობის განვითარებისთვის

„საგარეო პოლიტიკური კუთხით გასული 2 თვე იყო საკმაოდ აქტიური საქართველოს მთავრობისთვის. განსაკუთრებით ვაქტიურობდით ცენტრალური აზიის მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...

ირაკლი კობახიძე

1785925444

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „ქართულ ოცნებას“ გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ, რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვსაუბრობდით სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება?

„ქართულ ოცნებას“ გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ და მელაპარაკებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვ...

ირაკლი კირცხალია