გივი მიქანაძე: ახალი სასწავლო წლიდან აგრარული მიმართულება, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები, მთლიანად გადადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
„აგრარული მიმართულება, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები, მთლიანად გადადის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შესაბამისად, პირველკურსელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად უკვე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს“, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილებების მიუხედავად, სტუდენტები, რომლებიც ამჟამად აგრარულ მიმართულებებზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ირიცხებიან, სწავლას იქვე დაასრულებენ.
„რაც შეეხება სტუდენტებს, რომლებიც დღეს სწავლობენ ამ მიმართულებებზე, რა თქმა უნდა, ისინი დაამთავრებენ სწავლას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.
გარკვეული პერიოდი იყო საჭირო იმისთვის, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებს გაევლო შესაბამისი აკრედიტაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში. ახლა კი, ეს პროცესი უკვე დასრულებულია.
საზოგადოებას მსურს ასევე ვაცნობო, რომ ორმა რეგიონულმა უნივერსიტეტმა - შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა - გაიარეს აკრედიტაცია, რომ განახორციელონ ტურიზმის მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამები.
საზოგადოებას შევახსენებ, რომ რეფორმის ფარგლებში, რეგიონულ უნივერსიტეტებთან მიმართებით, პრიორიტეტულ მიმართულებებად განისაზღვრა ვიწრო პროფილური მიმართულებები, მათ შორის პედაგოგიური, ტურიზმი და აგრარული საგანმანათლებლო პროგრამები. უნივერსიტეტებს, რომლებსაც ახალი მიმართულებები დაემატათ, რა თქმა უნდა, გაეზარდათ მიღების კვოტებიც“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
1785926704
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის „გაშავება“, აგენტურაც იმგვარად იქცეოდა, როგორიც იყო დავალება
„როდესაც რუსეთმა განახორციელა აგრესია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ გლობალური ძალების მხრიდან დღის წესრიგში არ იდგა რუსეთის გაშავება და ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებს, [აგვისტოს ომიდან] სულ რამდენი...
1785926473
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა აკრედიტაცია და იქ განხორციელდება შესაბამისი პროგრამები, ზუგდიდისა და ახალციხის უნივერსიტეტებს დაემატა ტურიზმის პროგრამები
„სოხუმის უნივერსიტეტში აგრარული მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა აკრედიტაცია, შესაბამისად, სწორედ სოხუმის უნივერსიტეტში განხორციელდება შესაბამისი პროგრამები“, - ამის შესახებ საქართველო...
1785926402
ახალი ამბებიპრემიერი: ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება ჩვენი სავალუტო რეზერვები, გასულ თვეში სავალუტო რეზერვებმა შეადგინა 7.1 მლრდ დოლარი, რაც ისტორიული მაქსიმუმია, ხოლო წლიურ ჭრილში გაიზარდა 52%-ით
„ეკონომიკის ზრდის პარალელურად, იზრდება ჩვენი სავალუტო რეზერვები და ამ კუთხით აქტიურად მუშაობს საქართველოს ეროვნული ბანკი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომ...
1785926162
ახალი ამბებიპრემიერი: ჩვენს ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა დაკავშირებადობის განვითარებისთვის
„საგარეო პოლიტიკური კუთხით გასული 2 თვე იყო საკმაოდ აქტიური საქართველოს მთავრობისთვის. განსაკუთრებით ვაქტიურობდით ცენტრალური აზიის მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კო...
1785925444
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: „ქართულ ოცნებას“ გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ, რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვსაუბრობდით სტრასბურგში და რუსეთის წინააღმდეგ დადგა გადაწყვეტილება?
„ქართულ ოცნებას“ გვეუბნებით, რომ რუსეთზე არ ვსაუბრობთ და მელაპარაკებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. რუსეთზე თუ არ ვისაუბრებდით, სტრასბურგის ეს გადაწყვეტილებები როგორ მიიღებოდა? ბერლინზე ვ...































