დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, საქართველოში არსებული აკვაკულტურის პოტენციალი მაქსიმალურად გამოვიყენოთ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, თევზის სატბორე მეურნეობა დაათვალიერა.
შპს „ათ“ სხვადასხვა ჯიშის თევზის (ზუთხი, კობრი, სქელშუბლა) მოშენებას ახორციელებს და
ხიზილალას აწარმოებს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზეც ყიდის და ექსპორტზეც გააქვს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, მალაიზია, სინგაპური, ავსტრალია.
„საქართველოს აკვაკულტურის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სექტორის წარმომადგენლებთან ბიოუსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერების, დაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესების, ასევე, საკანონმდებლო მიმართულებებით. იმისათვის, რომ ქვეყანაში ვაწარმოოთ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისოდ აღიარებულ უვნებლობის სტანდარტებს, უმნიშვნელოვანესია შესაბამისი ცოდნა და ამ ცოდნაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები ლაშა ავალიანი და გიორგი წკრიალაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
1782307921
ახალი ამბებიისრაელ კაცი: ისრაელი აშშ-ის მოთხოვნის შემთხვევაშიც კი სამხრეთ ლიბანიდან ჯარს არ გაიყვანს
ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელი სამხრეთ ლიბანიდან ჯარებს შეერთებული შტატების მოთხოვნის შემთხვევაშიც არ გაიყვანს. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს. მისივე თქმით, ისრაელი...
1782307196
საზოგადოებაგახარიას პარტიის წევრის შეურაცხყოფისთვის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე პაატა შაქარაშვილს სამი ათასი ლარი შეუფარდა
საქალაქო სასამართლომ მოქალაქე პაატა შაქარაშვილის საქმე განიხილა. შაქარაშვილს სოციალურ ქსელში გახარიას პარტიის წევრის, ტატა ხვედელიანის შეურაცხყოფისთვის სამი ათასი ლარი შეეფარდა. სასამართლო პროცესს არ...
1782306309
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6473 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6480 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1782305494
ახალი ამბებინათია თურნავა „BIS Innovation Hub“-ის ხელმძღვანელს შეხვდა
შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმდინარე Point Zero Forum 2026-ის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის“ (BIS)-ის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანე...
1782304687
საზოგადოებალევან მახაშვილი: სწორედ იმ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ უგულებელყო ქართველი ხალხის ნება, რომელიც თავად უნდა იცავდეს დემოკრატიის ძირითად პრინციპებს
„ჩვენთვის, არანაირი საუბარი არ არის საინტერესო, ვიდრე ისინი პატივს არ სცემენ საქართველოს მოსახლეობის ნებას“, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ე...





























