პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018-2025 წლებში, საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოტროპული მედიკამენტების ძირითადი იმპორტიორი კომპანიების ფაქტობრივმა ხელმძღვანელმა პირებმა ჩამოაყალიბეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანსაც დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღება წარმოადგენდა.

მიზნის მისაღწევად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მათივე კონტროლის ქვეშ არსებული საწარმოების მეშვეობით, მაღალი ფასნამატით უნდა მოეხდინათ საქართველოში იმპორტირებული ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაცია.

ჯგუფის წევრებმა დააფუძნეს ათეულობით კომპანია, რომლებმაც ავტორიზებული სააფთიაქო საქმიანობის ნებართვა მიიღეს, რის შემდგომაც საქართველოში იმპორტირებული ფსიქოტროპული მედიკამენტების ფიქტიური გადაყიდვა დასახელებულ ავტორიზებულ აფთიაქებზე განხორციელდა.

თავის მხრივ, ავტორიზებული აფთიაქები, უშუალოდ ან/და დაკავშირებული არაავტორიზებული ათეულობით ე.წ აფთიაქის მეშვეობით, მნიშვნელოვანი ფასნამატით ახდენდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაციას სანებართვო პირობების დარღვევითა და შესაბამისი სავალდებულო რეცეპტის გარეშე.

დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით სამოქალაქო ბრუნვაში შევიდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ჯამში 56 მილიონ ერთეულ აბზე მეტი ფსიქოტროპული მედიკამენტი, რამაც რიგ შემთხვევებში ათასობით მოქალაქის ჯანმრთელობას სხვადასხვა სიმძიმის საფრთხე შეუქმნა.

ზემოაღნიშნულ პერიოდში, დანაშაულებრივმა ჯგუფის წევრებმა განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ჯამში 54 მილიონამდე ლარის უკანონო შემოსავალი.

მოგვიანებით, დანაშაულში მონაწილე ოთხმა პირმა განახორციელა დანაშაულებრივად მოპოვებული თანხებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მათი უკანონო წარმოშობის, ასევე მათი ნამდვილი ბუნების დამალვისა და შენიღბვის მიზნით. კერძოდ, მიღებული თანხები ბრალდებულების მიერ ნაწევრდებოდა და შენიღბულად, სხვადასხვა დანიშნულებებით, მათ შორის ხელფასის/დივიდენდის სახით საწარმოების შესაბამისი ანგარიშებიდან გადაეცემოდა მათ. ასევე, დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები, როგორც თითქოსდა კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი, ბრალდებულების მიერ სხვადასხვა პერიოდში წარიმართა უძრავ-მოძრავი ქონების შესაძენად.

 

აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების უკანონო საქმიანობას ხელს უწყობდნენ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც მოქმედებდნენ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ და არ ახდენდნენ სავალდებულო სამართლებრივ რეაგირებას არსებულ კანონდარღვევებზე.

ბრალდებულების მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა სსკ-ის 332-ე, 192-ე და 194-ე მუხლებით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) დაიწყო, რაც ფიზიკური პირებისათვის სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიული პირებისათვის ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის და მხილების მიზნით. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782409045

ახალი ამბები

„ზღვა ჩვენთვის ყოველთვის იყო და რჩება თავისუფლების, განვითარებისა და ცივილიზაციათა შორისი დიალოგის სიმბოლოდ“ - მიხეილ ყაველაშვილი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

„ზღვა ჩვენთვის ყოველთვის იყო და რჩება თავისუფლების, განვითარებისა და ცივილიზაციათა შორისი დიალოგის სიმბოლოდ“, - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონი...

 მიხეილ ყაველაშვილი

1782408199

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით, მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში მილიარდ ლარამდეა, ჩვენი ვალია, შევქმნათ ყველა საჭირო პირობა, რათა ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზარდოს

„საქართველოს აქვს მკაფიო და ამბიციური მიზანი, გახდეს ძლიერი საზღვაო სახელმწიფო, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კონკურენტუნარიანი პორტები და მაღალკვალიფიციური ადამიანები ერთ მთლიან, გამართულ სისტემა...

ირაკლი კობახიძე

1782407281

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლება თანმიმდევრულად მუშაობს, რათა ქართველ მეზღვაურებს ჰქონდეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო, ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები და დაცული შრომითი უფლებები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიულ...

მარიამ ქვრივიშვილი

1782405508

ახალი ამბები

თბილისში კაცი დაჭრეს

თბილისში დაისის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯ...

ყვითელი ლენტი

1782402853

ახალი ამბები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელთათვის ინფორმაციას ავრცელებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოსაცდელთათვის ინფორმაციას ავრცელებს: 📌გამოცდაზე უნდა გამოცხადდეთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და საგამოცდო ცენტრში; 📌 საგამოცდო ბარათზე მით...

დსფს