დავით სონღულაშვილი: სახელმწიფო, მარტო დარგს კი არ უნდა გაუფრთხილდეს, ასევე იმ იდენტობის ნაწილს უნდა გაუფრთხილდეს, რომელთან ერთადაც იცხოვრა 8000 წელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ვენახის გაშენების სახელმწიფო რეგულაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„ვენახის ნებართვა არ არის მხოლოდ საქართველოში და აქ მოგონილი. საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ამერიკის, სადაც მევენახეობა არის წარმატებული, ვენახის გაშენებაზე რეგულაციები ბევრად უფრო მკაცრია. წესები საბოლოოდ აისახება ღვინის ხარისხზე და ფასზე. შევადაროთ ერთი ბოთლი ღვინის საშუალო ფასი საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის და ჩვენი. ეს ფასები მიღებულია ზუსტად იმ წესებით, რა წესებითაც განისაზღვრება ღვინის ხარისხი. ხარისხით დგება საბოლოო ჯამში ღვინის ფასი. ეს არის მოცემულობა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სამეწარმეო ვენახების შემთხვევაში ძალიან ხშირია მოცემულობა, რომ კახეთში გაშენდა რქაწითელის ვენახები, სადაც ჰექტარზე 30-40 ტონა მოჰყავთ, შაქრიანობა 14-15 გრადუსზე ვერ ადის. ადამიანი უნდა დაიცვა, როდესაც ასეთ ინვესტიციას აკეთებს.

„ყურძენი და ღვინო არ არის მარტო ბიზნესი, დარგი და სექტორი, ეს არის საქართველოს იდენტობის ნაწილი; სახელმწიფო მარტო დარგს კი არ უნდა გაუფრთხილდეს, არამედ იმ იდენტობის ნაწილს უნდა გაუფრთხილდეს, რომელთან ერთადაც იცხოვრა 8000 წელი, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სწორად გააშენო ვენახი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778052338

ახალი ამბები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აპრილში უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის პერიოდში, უკანონო ტყითსარგებლობის 156 ფაქტი გამოავლინეს....

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტ

1778051894

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდა. უწყების ხელმძღვანელმა უშუალოდ მათგან მიიღო ინფორმაცია ბენეფიციარებისთვის მნიშ...

მიხეილ სარჯველაძ

1778051609

ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უ...

ორი პირი დააკავა

1778050315

საზოგადოება

გეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სუს-ი ავ...

გეკა გელაძე

1778049591

ახალი ამბები

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს სოსო ობოლაძე უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, მოადგილესთან, მიხეილ ჩოკოშვილთან ერთად, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სოსო ობოლაძე წარუდგინა. ინფორმა...

სოსო ობოლაძე