მარიამ ქვრივიშვილი ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში საზღვაო ინფრასტრუქტურის დაწყების სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გაეცნო. ნავსადგურის აკვატორიაში დაღრმავებას და ტალღამტეხის პროექტირება - მშენებლობას ევროპული ე.წ. „დიდი ოთხეულის“ წევრი მსხვილი ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ახორციელებს. მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ანაკლიის ნავსადგურში იმყოფებოდა ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
მარიამ ქვრივიშვილმა დაათვალიერა ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორია, სადაც უკვე დასრულებულია სამობილიზაციო და კვლევითი სამუშაო, მობილიზებულია მშენებლობისთვის საჭირო კლდოვანი მასის ქვის ლოდები და წარმოებული იქს ბლოკები, რაც აკვატორიაში ტალღმტეხის მშენებლობისთვის იქნება გამოყენებული.
ამჟამად ადგილზე უკვე დამონტაჟებულია და მუშაობს ბეტონის ქარხანა, მოწყობილია ინერტული მასალების საწყობები და აქტიურად მიმდინარეობს ტალღმტეხის დამცავი ე.წ. „იქს-ბლოკების“ (X-blocks) ჩამოსხმა.
ანაკლიაში ზღვის ფსკერი უნდა დაღრმავდეს 17.5 მეტრამდე და აშენდეს 1,380 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხი, რაც უზრუნველყოფს პორტის ღიაობისა და ოპერირების შესაძლებლობას წლიურ ჭრილში 95%-ის ოდენობით. პროექტი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება. პროექტი წინასწარ განსაზღვრული გეგმის მიხედვით ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ კონტრაქტორ კომპანიასთან წარმატებით განხორციელებული მოლაპარაკების შედეგად, საზღვაო აკვატორიაში ჩასატარებელი სამუშაოების ბიუჯეტი დაახლოებით 52 მილიონი დოლარით შემცირდა, რაც პროექტის პარამეტრებს არ შეხებია, ხარისხი კი საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასთან შესაბამისი იქნება.
აღინიშნა, რომ უახლოეს პერიოდში პორტთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზისა და 18-კმ სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დაიწყება. ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პროექტები ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან ერთობლიობაში ქმნის მულტიმოდალურ სატრანსპორტო სისტემას და უზრუნველყოფს დერეფნის გამტარუნარიანობისა და ოპერაციული ეფექტიანობის მნიშვნელოვან ზრდას.
ანაკლიის ნავსადგურის სამშენებლო ტერიტორიაზე ასევე იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის დირექტორი ზურაბ სიჭინავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
1778051609
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციამ საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უ...
1778050315
საზოგადოებაგეკა გელაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე ლაშა მაღრაძესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სუს-ი ავ...
1778049591
ახალი ამბებიშემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს სოსო ობოლაძე უხელმძღვანელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, მოადგილესთან, მიხეილ ჩოკოშვილთან ერთად, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი სოსო ობოლაძე წარუდგინა. ინფორმა...
1778048632
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: ეშინიათ ფართო საზოგადოებაში გასვლის
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, გარე მითითებით შექმნილ გაერთიანებას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. „ეს არის გარე მითითებით შექმნილი მორიგი ალიან...
1778047599
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უც...




























