დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს ქურბონ ჰაკიმზოდას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
„საქართველოსა და ტაჯიკეთს სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ. მზად ვართ, კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება აგრარული სექტორის განვითარებისა და ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი
ძალისხმევით შევძლებთ ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელებას და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადაყვანას“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა კლიმატგონივრულ სოფლის მეურნეობაზე, წყლის რესურსების ეფექტიან მართვაზე, სოფლის განვითარების პოლიტიკასა და კვლევით ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე.
საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის აგროსასურსათო ვაჭრობა დადებითი დინამიკით ხასიათდება. 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 7.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 6.5 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 778 ათასი აშშ დოლარი იყო. ტაჯიკეთში საქართველოდან ძირითადად ექსპორტირდება უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, კვებითი დანამატები, ნატურალური ყურძნის ღვინოები და სხვა აგროსასურსათო პროდუქცია.
დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფება.
1781880438
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ტაჯიკეთის რესპუბლიკაში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში, შევხვდი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, ემომალი რაჰმონს, - წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე. მთავრობის მეთაური აღნ...
1781879720
საზოგადოებატაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე: დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად
ორივე ქვეყნის ინტერესში შედის, რომ გაგრძელდეს ორი ქვეყნის დადებითი გამოცდილება საერთაშორისო ფორუმებზე, როგორიც არის მაგალითად გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სპეციალიზებული სააგენტოები, - ამის შეს...
1781879518
საზოგადოებაპრემიერი ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე: განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, განვიხილეთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ხაზი გავუსვით შუა დერეფნის მნიშვნელობას
დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ ჩვენს თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით და ხაზი გავუსვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური კუთხით ჩვენი თანამშრომლობის ორმხრივ...
1781878976
საზოგადოებაემომალი რაჰმონი: შევთანხმდით ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე, გვჯერა, რომ ამ კომისიის საქმიანობა ყოვლისმომცველ დახმარებას უზრუნველყოფს ურთიერთობების სხვადასხვა სფეროში პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით
დღეს შევთანხმდით ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის ჩამოყალიბებაზე და ხელი მოეწერა შესაბამის დოკუმენტს. გვჯერა, რომ ამ კომისიის საქმიანობა მართლაც ყოვლისმომცველ დახმარებას უზრუნველყოფს ურთიერთობების...
1781878300
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი ახალ დონეზე აიყვანს საქართველო-ტაჯიკეთის ორმხრივ ურთიერთობებს, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა როგორც ერთობლივ კომუნიკეს, ისე არაერთ ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ჩვენი თან...


























