ცესკოს სხდომაზე ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომა დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო. ამ ჟესტით სხდომის მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ხსოვნას.

„გუშინ ჩვენ მივაბარეთ მიწას ჩვენი ერის სულიერი წინამძღოლი, პატრიარქი — ადამიანი, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში უდიდესი ღვაწლი დასდო ჩვენს ეკლესიას. პიროვნება, რომლის სახელსაც უკავშირდება ჩვენი ერის სულიერი გაძლიერება, სიმშვიდისა და სიყვარულის ქადაგება, ურთულეს დროს ხალხის გაერთიანება.

მისი ცხოვრება იყო მაგალითი — რწმენის, მოთმინების, თავმდაბლობისა და უსაზღვრო სიყვარულის. ის იყო არა მხოლოდ ეკლესიის წინამძღოლი, არამედ თითოეული ჩვენგანის მფარველი და გულშემატკივარი.

დღეს სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად, რასაც თითოეული ჩვენგანი განვიცდით. თუმცა გვჯერა, რომ მისი სულიერი მემკვიდრეობა, მისი სიბრძნე და მის მიერ ნათქვამი სიტყვები კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენს შორის და იქცევა გზამკვლევად მომავალი თაობებისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით მინდა, მივუსამძიმრო ჩვენ ქვეყანას, საეკლესიო დასს და ყველა იმ ადამიანს, ვისშიც მისმა გარდაცვალებამ მწუხარება და ტკივილი გამოიწვია“, - განაცხადა დღევანდელ სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774267023

ახალი ამბები

იონათამიშვილი პატრიარქზე: მისი მიძინებაც ქართველობის და ქრისტიანობის საუკეთესო გაკვეთილად იქცა, ქრესტომათიულ სახელმძღვანელოდ, რომელიც თაობებს ასწავლის ერთიანობას, მადლიერებასა და სიკეთეს

1 700 წელია, რაც არსებობს ქართული სამოციქულო ეკლესია და ღვთის როგორი მადლია, რომ 1 700 წლის მერე გვყავდა პატრიარქი, რომელიც ყველაზე ეპოქალური და საყოველთაო იყო. ვინც იყო - ბავშვების საყვარელი პატრიარქ...

იონათამიშვილი პატრიარქზე

1774264799

ახალი ამბები

ზერეკიძე: გვარამია შე ქათამო! რომელ საშვებზე ლაპარაკობ, მისვლა ვერ გაბედე, ის მილიონი ქართველი, თუ მეტი, რომელიც რიგში იდგა უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად იცოდი, რომ არ მიგიღებდა - შენ და შენნაირებმა წლები აყენეთ შეურაცხყოფა ჩვენს სულიერ მამას

ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „პატრიარქის უამრავ ნამდვილ ჭირისუფალს არ მისცეს შესაძლებლო...

გიორგი ზერეკიძე

1774263031

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“. მიხეილ ყაველაშვი...

 მიხეილ ყაველაშვილი

1774261934

საზოგადოება

გამსახურდია: ათას სიბინძურესთან ერთად, ყურში მხვდებოდა ისტერიული ბოდვა იმაზე, რატომ არის ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის პანაშვიდებზე - ამ საუკუნეში, ქვეყნის ნამუსი და მორალური ავტორიტეტი ეს კაცია

ათას სიბინძურესთან ერთად, რა სიბინძურეც მოდიოდა ე.წ ოპოზიციური მედიებიდან, ყურში მხვდებოდა ეს დღეები, ისტერიული ბოდვა იმაზე, რომ რატომ არის ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის პანაშვიდებზე, რატომ გამოთქვამს...

გიორგი გამსახურდია

1774261012

ახალი ამბები

პაპუაშვილი პატრიარქზე: უფალმა ის მოავლინა მარტო კაცად და ის უბრუნდება შემოქმედს მთელი ერით - საუკუნოდ იყოს ჩვენი პატრიარქის ხსენება!

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პატრიარქის შესახებ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ უფალმა ის მოავლინა მარტო კაცად და ის უბრუნდება შემოქმედს მთელი ერით. „უფალმა ის მოავლინა მარტო...

 შალვა პაპუაშვილი