დეკანოზი იოანე: მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მამა დოროთე და მამა ილია საპატრიარქოში დაბარებულები იყვნენ მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გამო

 „მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ მამა დოროთე და მამა ილია საპატრიარქოში არ იყვნენ დაბარებული მათი პოლიტიკური შეხედულებიდან გამომდინარე, არამედ ეს მხოლოდ იქიდან გამომდინარე იყო, რომ მათ ჰქონდათ შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებები სასულიერო პირებისა და იერარქების მიმართ“, - განუცხადა „იმედის კვირას“ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა მამა დოროთესა და მამა ილიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

დეკანოზის განცხადებით, სასულიერო პირების საპატრიარქოს კომისიაზე დაბარება პირველივე შემთხვევაში არ მომხდარა.

„მამა დოროთეს შემთხვევაში მოხდა მისი ძმებთან შეხვედრა და ძმური დარიგება მიეცა მას. მამა ილიას შემთხვევაში ის შეხვდა მეუფე შიოს და მეუფე თეოდორეს, იმისთვის, რომ მამაშვილური შეგონება მიეღო. რადგან მამა დოროთემ არ შეცვალა თავისი პოზიციები, შემდგომში მისი დაბარება მოხდა კომისიაზე და მამა ილიამ, როცა არ შეცვალა პოზიციები, მოუწოდეს, რომ დაეტოვებინა საპატრიარქო, მე თავად გამოვაცილე საპატრიარქოდან“, - აღნიშნა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762700869

ახალი ამბები

ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა, ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა

 „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერ...

ზვიად გაბისოჯია

1762699096

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: ეს ადამიანები წლების განმავლობაში ეწეოდნენ სახელმწიფო საბოტაჟს, პროპაგანდას იმისას, რომ საქართველოში დაწყებულიყო სამოქალაქო არეულობა, დაპირისპირება, საკმაოდ კარგად ფინანსდებოდნენ გარედან, მათ მოუწევთ ამისთვის პასუხისგება

 „ეს ადამიანები წლების განმავლობაში ეწეოდნენ სახელმწიფო საბოტაჟს, პროპაგანდას, რომ საქართველოში დაწყებულიყო სამოქალაქო არეულობა და დაპირისპირება“, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარ...

გიორგი გაბუნია

1762692298

ახალი ამბები

მაია ბუწაშვილი: მუნი ძნელად გადადის, ტრანსპორტში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ზედაპირებზე შეხებით ამ დაავადების გადაცემა არ ხდება

 „მუნი ძნელად გადადის და ტრანსპორტში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ზედაპირებზე შეხებით ამ დაავადების გადაცემა არ ხდება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. „მუნზე შიში...

მაია ბუწაშვილჯ

1762688590

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ხოშტარია-ჯაფარიძის ეს ჩანაწერი არ იყო მოულოდნელი საზოგადოებისთვის, რადგან ერთსაც და მეორესაც არაერთხელ უთქვამთ საჯაროდ, რომ საკუთარ ქვეყანას მტრობენ

 ხოშტარია-ჯაფარიძის ეს ჩანაწერი არ იყო მოულოდნელი საზოგადოებისთვის, რადგან, ერთსაც და მეორესაც არა ერთხელ უთქვამს საჯაროდ, რომ ისინი მტრობენ საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა...

გურამ მაჭარაშვილი

1762686371

ახალი ამბები

უბედური შემთხვევა თერჯოლაში - მოზარდი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა

თერჯოლაში უბედური შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ნანგრევებში მოჰყვა და სინკარი დაეცა.  მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლ...

პოლიცია, ლენტი