ლევან მაჭავარიანი: საქართველოს მისამართით ბრალდებებს არასოდეს მოჰყვება ფაქტები და მტკიცებულებები
„რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ცრუ ნარატივების გავრცელებას და აბსოლუტურად უაპელაციო ბრალდებებს ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა 2025 წლის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე” საუბრისას.
მაჭავარიანის თქმით, საქართველოს მისამართით ბრალდებებს ფაქტები და მტკიცებულებები არასოდეს მოჰყვება.
„არის უბრალოდ აღქმების თეორიაზე დაფუძნებული რაღაც ტიპის ბრალდებები, რომელიც ერთი მხრივ განკუთვნილია იმისთვის, რომ ჟანგბადი მიაწოდონ ოპოზიციას, რადიკალებს, რომლებსაც პულსიც არ ესინჯებათ და მეორე მხრივ განკუთვნილია იმისთვის, რომ რაღაც ტიპის აჟიოტაჟი შემოიტანონ ჩვენს საზოგადოებაში, თუმცა ჩვენი საზოგადოება, რომელიც ისედაც გამოცდილი იყო ამ ოთხი წლის განმავლობაში, ძალიან გაიზარდა. ამ ორგანიზაციის მიერ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება მედიაგარემოს ჩახშობაში რა თქმა უნდა სპეკულაციურია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ პირდაპირ ოპოზიციური პარტიების მედიასაშუალებები ფუნქციონირებენ აბსოლუტურად თავისუფლად”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გაიხსენა 2012 წლამდე საქართველოში არსებული მედიაგარემოც და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში მედიასაშუალებებისთვის ყველაზე პლურალური გარემოა.
„მედია სრულად მიტაცებული იყო. „იმედი“, რომელიც იყო დარჩენილი, როგორც ერთადერთი კრიტიკული მედია, პირდაპირ ეთერში სპეცოპერაციით მიიტაცეს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1762700869
ახალი ამბებიზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა, ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერ...
1762699096
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ეს ადამიანები წლების განმავლობაში ეწეოდნენ სახელმწიფო საბოტაჟს, პროპაგანდას იმისას, რომ საქართველოში დაწყებულიყო სამოქალაქო არეულობა, დაპირისპირება, საკმაოდ კარგად ფინანსდებოდნენ გარედან, მათ მოუწევთ ამისთვის პასუხისგება
„ეს ადამიანები წლების განმავლობაში ეწეოდნენ სახელმწიფო საბოტაჟს, პროპაგანდას, რომ საქართველოში დაწყებულიყო სამოქალაქო არეულობა და დაპირისპირება“, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარ...
1762692298
ახალი ამბებიმაია ბუწაშვილი: მუნი ძნელად გადადის, ტრანსპორტში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ზედაპირებზე შეხებით ამ დაავადების გადაცემა არ ხდება
„მუნი ძნელად გადადის და ტრანსპორტში ან სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ზედაპირებზე შეხებით ამ დაავადების გადაცემა არ ხდება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი წერს. „მუნზე შიში...
1762688590
ახალი ამბებიგურამ მაჭარაშვილი: ხოშტარია-ჯაფარიძის ეს ჩანაწერი არ იყო მოულოდნელი საზოგადოებისთვის, რადგან ერთსაც და მეორესაც არაერთხელ უთქვამთ საჯაროდ, რომ საკუთარ ქვეყანას მტრობენ
ხოშტარია-ჯაფარიძის ეს ჩანაწერი არ იყო მოულოდნელი საზოგადოებისთვის, რადგან, ერთსაც და მეორესაც არა ერთხელ უთქვამს საჯაროდ, რომ ისინი მტრობენ საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა...
1762686371
ახალი ამბებიუბედური შემთხვევა თერჯოლაში - მოზარდი ნანგრევებში მოჰყვა და დაიღუპა
თერჯოლაში უბედური შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი ნანგრევებში მოჰყვა და სინკარი დაეცა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლ...































