ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა, ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა

 „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა“, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762684901

ახალი ამბები

პროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

 საქართველოს პროკურატურამ უკანონო სამეწარმეოსაქმიანობისა და უკანონო შემოსავლისლეგალიზაციის ფაქტებზე, „კრისტალ ჯგუფი“-სმფლობელის - ვლადიმერ სტეფანიანის მიმართსისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, - აღნიშნ...

პროკურატურა

1762683789

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან განიხილა

 საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს. დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან და თბილისის მერთან გ...

მთავრობის სხდომ

1762679630

ახალი ამბები

ვატო შაქარიშვილი: იქ, სადაც სიცრუეა, სადაც სპეკულაციაა, რა თქმა უნდა იქ არის სააკაშვილი! $6.5 მილიარდიან ინვესტიციათან ბრძოლის ავანგარდში, ვივა-მედიდან ერთვება სისხლიანი დიქტატორი, რომელმაც ქვეყანას ტერიტორიები დააკარგვინა

 „და აი ისიც! იქ, სადაც ქვეყნის საწინააღმდეგოა, სადაც სიცრუეა, სადაც სპეკულაციაა, რა თქმა უნდა იქ არის სააკაშვილი! $6.5 მილიარდიან ინვესტიციათან ბრძოლის ავანგარდში, ვივა-მედიდან ერთვება სისხლიანი დიქტ...

ვატო

1762677513

ახალი ამბები

ზაზა დობორჯგინიძე: პროდასავლურ პროტესტს ანაცვლებს ანტიაღმოსავლური ქსენოფობიური პროტესტი საქართველოს ეკონომიკური დივერსიფიკაციის წინააღმდეგ, რომელსაც „პროდასაბმელი” ოპოზიციის ნაწილიც აჰყვა თვითაქტუალიზების ამაო მცდელობაში

 „პროდასავლური პროტესტი მიილია, რვა ოპოზიციონერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის და ევროკომისიის გაფართოების უარყოფითი ანგარიშის მიუხედავად, მუხტი არ აიწია და სამი დღეა ქუჩას ვერ კეტავენ. ამის მი...

ზაზა დობორჯგინიძე:

1762676434

ახალი ამბები

„ელმურაზ მამედოვი ფერმერს დაუკავშირდა და ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით 200 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა“ - განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვ...

ელმურაზ მამედოვი