გურამ მაჭარაშვილი: ხოშტარია-ჯაფარიძის ეს ჩანაწერი არ იყო მოულოდნელი საზოგადოებისთვის, რადგან ერთსაც და მეორესაც არაერთხელ უთქვამთ საჯაროდ, რომ საკუთარ ქვეყანას მტრობენ

 ხოშტარია-ჯაფარიძის ეს ჩანაწერი არ იყო მოულოდნელი საზოგადოებისთვის, რადგან, ერთსაც და მეორესაც არა ერთხელ უთქვამს საჯაროდ, რომ ისინი მტრობენ საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერებს, სადაც ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას ხმა ისმის.

„მტრობენ იმ თვალსაზრისით, რომ უცხოურ ძალებს პირდაპირ ესაუბრებიან, რომ მთავარია ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და საქართველოს სუვერენიტეტი გადაეცემა ბრიუსელს თუ ვაშინგტონს, მნიშვნელობა არ აქვს; ომი იქნება საქართველოში თუ მშვიდობა, მნიშვნელობა არა აქვს. ისეთი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე, სხვა ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებდნენ საქართველოში, არაერთია. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის ფაქტიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა სარჩელი და აუცილებლად უნდა მოხდეს აკრძალვა იმ პარტიის, რასაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

„ქრონიკას“ ხელში ჩაუვარდა მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერისა და საბოტაჟის საქმის მტკიცებულებები. აუდიოჩანაწერში ისმის როგორც ელენე ხოშტარიას, ისე ზურა გირჩი ჯაფარიძის ხმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762676434

ახალი ამბები

„ელმურაზ მამედოვი ფერმერს დაუკავშირდა და ე.წ. ქურდული სამყაროს სახელით 200 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა“ - განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვ...

ელმურაზ მამედოვი

1762675459

ახალი ამბები

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია სამი პირი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრა...

ნარკოტიკი

1762674370

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოდან გაძევების მიზნით დააკავეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნიდან გაძევების მიზნით ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის...

მიგრაციის დეპარტამენტი

1762634413

საზოგადოება

ლევან მახაშვილი: როდესაც ელჩი ამბობს, რომ მაინც ღიაა კარი, ჩვენ ამას დავიჯერებდით, საერთო კონტექსტი რომ იყოს ამ პროცესის მხარდამჭერი, მაგრამ როდესაც ჯიქურ არ ჩერდება მცდელობა, წაახალისონ შიდა რადიკალიზაციის პროცესი, არასერიოზულია

„როდესაც ელჩი ამბობს, რომ მაინც ღიაა კარი, ჩვენ ამას დავიჯერებდით საერთო კონტექსტი რომ იყოს ამ პროცესის მხარდამჭერი“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტ...

ლევან მახაშვილი:

1762631996

საზოგადოება

ლევან მახაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე: ეს ანგარიშიც, ლექსიკა, ის ხისტი ენა, როგორც არის დაწერილი, „ნახევრად ცარიელი ჭიქის“ პრინციპით, ბუნებრივია ეს არ ემსახურება გრძელვადიან ურთიერთობებს

„ამ ადამიანების მხრიდან, სამწუხაროდ ეს არ არის ახალი განცხადება. გასაგებია, მათ თავიანთი პოლიტიკური ინტერესი აქვთ“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის...

ლევან მახაშვილი