„დელტამიკრონი“ - ახალი შტამი, რომელიც აშშ-სა და ევროპაში დაფიქსირდა
მეცნიერებმა, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი - „დელტამიკრონი“, - ინფორმაციას ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს.
ცერცვაძის თქმით, მარსელის ინსტიტუტის პროფესორთა ჯგუფმა გამოაქვეყნა წინასწარი მონაცემები, რომ ახალი ვარიანტი, სულ მცირე, 17 პაციენტში დააფიქსირეს - აშშ-სა და ევროპაში. აქედან 3 შემთხვევა დაფიქსირდა საფრანგეთში.
„რამდენადაც ჯერ შემთხვევების რაოდენობა მცირეა, ვერ საუბრობენ, რამდენად გადამდები იქნება ეს შტამი და რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს, ან რამდენად მძიმე მიმდინარეობის იქნება.
ეს შტამი უკვე გაშიფრულია - ეს არის ჰიბრიდი დელტასი და ომიკრონის, მას აქვს ომიკრონის სპაიკ ცილა, ანუ ის ნაწილი, რომელიც პასუხისმგებელია ორგანიზმში შეჭრაზე, შესაბამისად, გავრცელების სისწრაფეზე. ძირითადი ცილები კი აქვს დელტასგან. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ შტამს ჰქონდეს ომიკრონის გავრცელების უნარი და დელტას მიმდინარეობის სიმძიმე," - აცხადებს ცერცვაძე.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის თქმით, სიმპტომებთან დაკავშირებით რაიმე სიახლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება - ახალ შტამს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები ახასიათებს.
ასევე საინტერესოა:
1784642179
საზოგადოებალევან მოსეშვილი: ჩვენ ახალ ავიამიმართულებებს ვამატებთ, მიზანი აუთვისებელი ბაზრების ათვისება და მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” გუნდი აქტიურად მუშაობს ახალი საერთაშორისო მიმართულებების დამატებაზე, მათ შორის იმ ბაზრებზე, სადაც საქართველ...
1784641811
ახალი ამბებილევან მახაშვილი: თუ იქნება ინტერესი და დავინახავთ მზაობას, რომ გერმანია, თუ სხვა ქვეყნები არიან გულწრფელად მზად ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, პოზიტიურ ჭრილში წაყვანისთვის, ყოველთვის კონსტრუქციულ როლს შევასრულებთ ამ პროცესში
„თუ იქნება ინტერესი და დავინახავთ მზაობას, რომ გერმანია, თუ სხვა ქვეყნები არიან გულწრფელად მზად ამ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, პოზიტიურ ჭრილში წაყვანისთვის, ყოველთვის კონსტრუქციულ როლს შევასრულებთ ა...
1784641300
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო 20-21 ივლისს თბილისში ძლიერი ინტენსივობის ნალექთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„2026 წლის 20 ივლისის ღამის საათებიდან და 21 ივლისის დილამდე, ქ. თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც, ქალაქის ც...
1784640974
საზოგადოებათბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის წერილობით მტკიცებულებებს იკვლევენ. პროკურატურის განცხადებით, საქმეშ...
1784640332
ახალი ამბებილევან მოსეშვილი: საქართველოს აეროპორტებიდან სატვირთო და საფოსტო გადაზიდვები 29%-ით გაიზარდა
„საქართველოს აეროპორტებიდან არა მხოლოდ სამგზავრო, არამედ სატვირთო გადაზიდვებიც ყოველწლიურად იზრდება“, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი. მისი ინფორმ...





























