დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა
12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.
წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.
წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.
წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.
1778520212
ახალი ამბები12 მაისიდან ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზაზე მოძრაობა აღდგება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის კმ1-კმ 6 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბი...
1778517471
ახალი ამბებიგივი მიქანაძე: უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს გულითადად ვულოცავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს. „უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს გულითადად ვულოცავ საქართველოს...
1778515293
ახალი ამბებიგიორგი ჯინჭარაძე: უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას და გვწამს, რომ თქვენი პატრიარქობის პერიოდში, შევძლებთ დაახლოებას აფხაზეთთან და კვლავ გაერთიანებას
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას ულოცავს და ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვე...
1778512636
ახალი ამბები„უფლის მადლი, სიბრძნე და სიმტკიცე მუდამ თან გდევდეთ იმ დიდ გზაზე, რომელსაც ქართველი ერის სულიერი მამობის პასუხისმგებლობა ჰქვია“ - ლევან მაჭავარიანი
„უწმინდესო და უნეტარესო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, შიო III, გილოცავთ ამ დიდებულ და ისტორიულ დღეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარია...
1778512010
ახალი ამბებიგარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განსახილველ ორ კანონპროექტზე იმსჯელა. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ და „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ კანონებ...































