ირაკლი კირცხალია - უნდა გვახსოვდეს რა არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომ კანონი ყველასთვის უზენაესია, ჩვენ ამ პოლიტიკას განუხრელად ვემხრობით

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განხილული საკითხები მედიასთან შეაფასა.

მან აღნიშნა, რომ სხდომას მამუკა მდინარაძე, როგორც სახელმწიფო მინისტრი პირველად დაესწრო. კირცხალიას თქმით, სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა რა გეგმები აქვს სხვადასხვა სამინისტროს და როგორ აპირებს ამ ყველაფრის კოორდინირებას.

„ჩვენ ვნახეთ მამუკა მდინარაძის პირველი დანაპირები, როდესაც ის ინიშნებოდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად. მან ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გააჟღერა დანაპირები, რომელიც ეხებოდა იმ სპეცრაზმელების დაკავებას, რომელთაც გადაცდომა მოუვიდათ და რომელი გადაცდომაც შემდეგ ჩვენს ღია თუ ფარულ მტრებს წლების განმავლობაში ხელზე ჰქონდათ დახვეული.

ეს იყო მხოლოდ მათი სპეკულაციის საგანი, ისინი ხმას არ იღებდნენ დამწვარ და დასახიჩრებულ პოლიციელებზე, დამწვარ და გადამწვარ ადმინისტრაციულ შენობებზე და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებზე, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, რადგან ისინი იყვნენ ყველაფრის დამკვეთები და რა თქმა უნდა, დამკვეთი ყველაფერზე თვალს დახუჭავს და სახელმწიფო გადატრიალების მონაწილეს გმირად შეგირაცხავს. უნდა გვახსოვდეს, რომ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, უნდა გვახსოვდეს რა არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომ კანონი ყველასთვის უზენაესია. ჩვენ ამ პოლიტიკას განუხრელად ვემხრობით და ამ გზით მივდივართ", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

საპროტესტო აქციებისას ლევან ხაბეიშვილის, გურამ როგავას და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778512636

ახალი ამბები

„უფლის მადლი, სიბრძნე და სიმტკიცე მუდამ თან გდევდეთ იმ დიდ გზაზე, რომელსაც ქართველი ერის სულიერი მამობის პასუხისმგებლობა ჰქვია“ - ლევან მაჭავარიანი

„უწმინდესო და უნეტარესო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, შიო III, გილოცავთ ამ დიდებულ და ისტორიულ დღეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარია...

ლევან მაჭავარიანი

1778512010

ახალი ამბები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განსახილველ ორ კანონპროექტზე იმსჯელა. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ და „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ კანონებ...

მაია ბიწაძე

1778509957

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უფლის ნებით, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი - ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია

„ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბ...

შალვა პაპუაშვილი

1778506945

ახალი ამბები

ლიზა გეგეჭკორი: დააკვირდით „ნაცების“ რეაქციას, როგორც ეშმაკი კარგავს ძალას ჯვრის დანახვაზე, ზუსტად ისე ატეხეს ჭყვიტინი ახალი პატრიარქის დანახვისას

„დააკვირდით „ნაცების“ რეაქციას, როგორც ეშმაკი და უწმინდური სული ფრთხება და კარგავს ძალას ჯვრის დანახვაზე, ზუსტად ისე შეიცხადეს და ჭინკებივით ჭყვიტინი ატეხეს ახალი პატრიარქის დანახვისას“, - წერს ტელეწა...

ლიზა გეგეჭკორი

1778506129

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ახალ პატრიარქს გულითადად ვულოცავ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას. დარწმუნებული ვარ, შიო lll ღირსეულად გააგრძელებს ამ დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიოს lll -ს გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობ...

ირაკლი კირცხალია