ირაკლი კირცხალია - მიმოვიხილეთ ყველა მიმდინარე საკითხი, ბევრ აქტუალურ თემაზე დაისვა შეკითხვები

„მოგეხსენებათ, ტრადიციულად სასესიო კვირაა, ოთხშაბათს და ხუთშაბათს იქნება პლენარული სხდომები“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან აღნიშნულ სხდომაზე განხილული საკითხები მიმოიხილა.

„მოგეხსენებათ, ტრადიციულად სასესიო კვირაა, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს იქნება პლენარული სხდომები. ვიცით, რომ ხვალ ასევე მნიშვნელოვანი და ისტორიული დღე იქნება. რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, ესწრებოდა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე; ასევე, სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ბატონი მამუკა მდინარაძე. მიმოვიხილეთ მიმდინარე პოლიტიკური თემები. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი დასწრება დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე. მოგეხსენებათ, მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ ამ ფორმატში პირველად იმყოფებოდა“, - განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, სხდომაზე მიმოიხილეს ყველა მიმდინარე საკითხი, როგორც საშინაო, ასევე საგარეო.

დეპუტატებს მხრიდან ბევრ აქტუალურ თემაზე იყო დასმული შეკითხვები. როგორც კირცხალიამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა სხდომაზე ეკონომიკურ მიმართულებებზე ისაუბრა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778515293

ახალი ამბები

გიორგი ჯინჭარაძე: უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას და გვწამს, რომ თქვენი პატრიარქობის პერიოდში, შევძლებთ დაახლოებას აფხაზეთთან და კვლავ გაერთიანებას

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე უწმინდეს და უნეტარეს შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას ულოცავს და ამის შესახებ საკუთარ ფეისბუკ გვე...

შიო მესამე

1778512636

ახალი ამბები

„უფლის მადლი, სიბრძნე და სიმტკიცე მუდამ თან გდევდეთ იმ დიდ გზაზე, რომელსაც ქართველი ერის სულიერი მამობის პასუხისმგებლობა ჰქვია“ - ლევან მაჭავარიანი

„უწმინდესო და უნეტარესო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, შიო III, გილოცავთ ამ დიდებულ და ისტორიულ დღეს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარია...

ლევან მაჭავარიანი

1778512010

ახალი ამბები

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელა

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენით განსახილველ ორ კანონპროექტზე იმსჯელა. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ და „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ კანონებ...

მაია ბიწაძე

1778509957

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უფლის ნებით, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი - ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია

„ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, მცხეთა-თბ...

შალვა პაპუაშვილი

1778506945

ახალი ამბები

ლიზა გეგეჭკორი: დააკვირდით „ნაცების“ რეაქციას, როგორც ეშმაკი კარგავს ძალას ჯვრის დანახვაზე, ზუსტად ისე ატეხეს ჭყვიტინი ახალი პატრიარქის დანახვისას

„დააკვირდით „ნაცების“ რეაქციას, როგორც ეშმაკი და უწმინდური სული ფრთხება და კარგავს ძალას ჯვრის დანახვაზე, ზუსტად ისე შეიცხადეს და ჭინკებივით ჭყვიტინი ატეხეს ახალი პატრიარქის დანახვისას“, - წერს ტელეწა...

ლიზა გეგეჭკორი