დღეს ზვიად გამსახურდია 83 წლის გახდებოდა
დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღიდან 83, ხოლო 1991 წლის საერთო სახალხო რეფერენდუმიდან, 31 წელი შესრულდა.
სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, 1992 წლის იანვარში, ზვიად გამსახურდია, საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობიდან გადააყენეს.
დევნილობაში ცხოვრებიდან ერთი წლის შემდეგ, ჩეჩნეთიდან დაბრუნებული გამსახურდია, 1993 წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს რეგიონის სოფელ ძველ ხიბულაში, დღემდე დაუდგენელ ვითარებაში დაიღუპა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს და რეფერენდუმის 31-ე წლისთავს საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა:
"ამ გამარჯვებისთვის უამრავი ადამიანი იბრძოდა, თუმცა უდავოა, რომ იგი პირველ რიგში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნამდვილი სახალხო ლიდერის, ზვიად გამსახურდიას დამსახურებაა.
დღეს მას 83 წელი შეუსრულდებოდა",- აღნიშნავს პრემიერი.
ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის გამოძიება 1993 წელს დაიწყო და დღემდე უშედეგოდ გრძელდება.
2015 წელს საქმეს განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მიენიჭა.
მტკიცებეულებების დიდი ნაწილი აღარ არსებობს, თუმცა საქმეში დევს რამდენიმე მთავარი მოწმის ჩვენებები, რომლებიც 1993 წლის 31 დეკემბერს სოფელ ძველ ხიბულაში, მაშინდელ პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ.
მათ შორის არიან დაცვის წევრებიც.
პროკურატურას რეზონანსული საქმის გამოსაძიებლად და ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად ვადა 2024 წლამდე აქვს.
ამავე თემაზე:
1791451834
ახალი ამბებითურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერი ჩამოწვა - დაიღუპა 1 ადამიანი, დაზიანდა 8 ტრაილერი
თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ქალაქ ხოფასთან მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, ქალაქ ხოფასთან ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ასევე, მეწ...
1791450491
ახალი ამბებილაშა ბექაური 1/8 ფინალში სანშირო მურაოსთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა (90 კგ) მერვედფინალური ეტაპის შეხვედრა იაპონელ სანშირო მურაოსთან დათმო და ტურნირზე ასპარეზ...
1791449770
ახალი ამბებივარკეთილში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა - ქალი ადგილზე დაიღუპა
თბილისში, ვარკეთილში ქვეითს სატვირთო მანქანა დაეჯახა. ინციდენტის შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის...
1791449036
მსოფლიოევროკავშირმა ესტონეთის თხოვნით რუსული კომპანია სანქციების სიიდან ამოიღო
„ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სიიდან, რომელშიც 743 ფიზიკური და 826 იურიდიული პირია შეყვანილი, ესტონეთის მოთხოვნით ამოიღეს რუსული კომპანია, რომელიც ესტონურ კომპანია Silmet-ს იშვიათ...
1791448940
საზოგადოებაპროკურატურამ სერგი ყანჩელის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საქართველოს პროკურატურა სერგეი ყანჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სერგეი ყანჩ...



























