დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტერი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სოფელ დერცელის საჯარო სკოლის ყოფილმა ბუღალტერმა 2019-2021 წლებში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 142 629,7 ლარი, რომელიც აზარტულ თამაშებში და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე უკვე მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* დათო ლიკლიკაძე: რა ჯანდაბა გეტაკათ ამ ალენ დელონზე - ამ წუთებში კანის ფესტივალზე გამოდის და ვიხევი სიცილით

* ორი დღეა სოციალურ ქსელში საუბრობენ, რომ თითქოს, ალენ დელონი 18 მაისს ევთანაზიის ჩატარებას აპირებს... - რა ინფორმაციას ავრცელებს პეტრე კოლხი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790713878

მსოფლიო

იოჰან ვადეფული: ევროპამ რუსეთთან მომავალ ურთიერთობაზე მოლაპარაკებებისთვის მზადება უნდა დაიწყოს

„ევროპამ უკვე უნდა დაიწყოს მსჯელობა, როგორი იქნება მომავალში მისი ურთიერთობა რუსეთთან“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებების პროცეს...

იოჰან ვადეფული

1790712626

ახალი ამბები

ალუდა ღუდუშაური ირანის ელჩის განცხადებაზე: ბუნებრივია თვალყურს ვადევნებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე რეაგირება იქნება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ირანის ელჩის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს რეაგირება...

პოლიტიკოსი

1790711899

მსოფლიო

შეიარაღებული თავდასხმა სლოვაკეთის სკოლაში - მოსწავლემ მასწავლებელი მოკლა

„სლოვაკეთში სკოლის მოსწავლემ მასწავლებელი ცივი იარაღით მოკლა - მძიმე მდგომარეობაშია კიდევ ორი პირი“, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩეხეთისა და...

შეიარაღებული თავდასხმა

1790706995

ახალი ამბები

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნეპალის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მე-11 წლიური შეხვედრის ფარგლებში, ნეპალის ფინანსთა მინისტრ სვარნიმ ვაგლეს (Swarnim Wagle) შეხვდა. გაცნობით...

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

1790706835

ახალი ამბები

ჩერგოლეიშვილი ირაკლი კუპრაძეზე: ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია - უნიჭო რეგვენი ჰყავს პატრონს

„ხაზარაძის ჯიბის ძაღლი ზის გრიგოლიასთან და საკუთარ ცვედნობას ვის აბრალებს აბა? ჩერგოლეიშვილს რასაკვირველია“, - წერს „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური...

თამარ ჩერგოლეიშვილი