დიმიტრი ხუნდაძე: „დიფ სთეითი“ ცდილობს, რომ საქართველოშიც დააფუძნოს წარმატებული წარმომადგენლობა, მაგრამ არ გამოსდის, რაზეც მეტყველებს ის, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას მყარად

საპარლამენტო ჯგუფი „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას მედიასთან ეხმიანება.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ მსოფლიო პროცესების განხილვის დროს, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს აშშ-ში მიმდინარე შიდა პროცესებიც, რადგან „დიფ სთეითს“ დიდი წარმომადგენლობა ჰყავს სენატსა და კონგრესში.
„საქართველოს ხელისუფლებას თავად საზოგადოება იცავს და ერთობლივად შექმნილია ფარი - საქართველო დაცულია“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ ხელისუფლების პრინციპული პოზიციებისა და მოსახლეობის მხარდაჭერის დამსახურებით, საქართველოში ვერ განვითარდა რევოლუციური პროცესები, ქვეყანა არ ჩაერთო ომში და „დიფ სთეითმა“ ვერ შექმნა თავისი წარმატებული წარმომადგენლობა.
„გასათვალისწინებელია ამერიკის შიდა პროცესებიც - სენატში და კონგრესშიც „დიფ სთეითს“ საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა აქვს და ყველაფერი ღიად და მკვახედ, რა თქმა უნდა, არ ითქმება, სწორედ ამიტომ არსებობს დიპლომატია. სადაც შეიძლება რომ საკითხს გვერდი დიპლომატიურად აუარო, ასეც უნდა მოიქცე. სწორედ ეს იყო დღეს, უნგრეთში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჩართვა და მისი მხრიდან, უნგრეთის ლიდერის პოზიტიური როლის აღიარება. უნგრეთის პრემიერმა ჩვენი პრემიერის მიმართ საკმაოდ დადებით კონტექსტში ისაუბრა და პირდაპირ თქვა, რომ ის [ირაკლი კობახიძე] არის საქართველოს გმირი და საქართველოში ყველას მოუგო არჩევნები. მან ასევე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ხელისუფლების და საზოგადოების არჩევანის პოზიტიური როლი გამოკვეთა. პრაქტიკულად, ულტრალიბერალურ ძალებთან ბრძოლას საქართველო, თავის მასშტაბში, სრულიად წარმატებულად ახერხებს. უნგრეთსაც უწევს ბრიუსელთან ღია დაპირისპირებაში შესვლა, ღირებულებით დაპირისპირებას ვგულისხმობ და უნგრეთსაც არაერთი ზეწოლა განუცდია. „დიფ სთეითის“ ქვედანაყოფები ბრიუსელშიც საკმაოდ არის წარმოდგენილი. ისინი [„დიფ სთეითი] ცდილობენ, რომ საქართველოშიც დააფუძნონ მათი წარმატებული წარმომადგენლობები, მაგრამ არ გამოსდით და სწორედ ამაში გამოიხატება ის, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას მყარად. საქართველოს ხელისუფლებას თავად საზოგადოება იცავს და ერთობლივად შექმნილია ფარი - საქართველო დაცულია და შესაბამისად, იმ რევოლუციური პროცესების განვითარება არ მოხდა, რასაც აუცილებლად მოჰყვებოდა ომში ჩართვა. საქართველო არ დაადგა უკრაინის გზას. ვხედავთ, რომ უკრაინაში პროცესები ძალიან მძიმედ განვითარდა - ბევრი გარდაცვლილია, დანგრეულია პრაქტიკულად მთელი ქვეყანა და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დიდ ძალას ხმარობს იმისათვის, რომ უკრაინის ომი შეჩერდეს, წინააღმდეგობა იქაც არის და ჯერ ომს დასასრული მაინც არ უჩანს,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
1748592867
ახალი ამბებისალიმ დანანი - ბოლო 30 წელზე მეტია, საქართველო საერთაშორისო ფინანსურ ჰაბად გარდაიქმნა, ვხედავთ სტაბილურობას, რომელიც არა მხოლოდ გრძელდება, არამედ არის ქვეყნის მიმართულება და სტრატეგია
ჩვენი აქ ჩამოსვლა უკავშირდება იმ სტაბილურობას, რომელსაც საქართველოში ვხედავთ, სტაბილურობა არა მხოლოდ გრძელდება, არამედ ეს არის ქვეყნის ძირითადი მიმართულება და სტრატეგია, – ამის შესახებ „პეივ ბანკ ჯორ...
1748592056
საქართველონათია თურნავა: საფინანსო სისტემებს და რეგულატორებს შორის რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერება პირდაპირ პასუხობს თანამედროვეობის ისეთ გამოწვევას როგორიცაა გლობალური ფრაგმენტაცია და რეგიონალიზაცია
დღეს, ამ ფორუმის ფარგლებში, შევიკრიბეთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ აღვნიშნოთ ლარის იუბილე, არამედ, იმისთვისაც, რომ ერთად განვიხილოთ გლობალური ფინანსური სისტემის გამოწვევები და შესაძლებლობები. დღეს აქ წარ...
1748591271
საზოგადოებანათია თურნავა: ბოლო წლების მოვლენებმა რეგიონის ცენტრალური ბანკები სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, რამაც ნათლად დაგვანახვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძლიერი და კარგად გააზრებული მონეტარული პოლიტიკა
„დღევანდელი კონფერენცია იმართება გლობალური ეკონომიკური გამოწვევების, მზარდი ეკონომიკური რისკებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე. ბოლო წლების მოვლენებმა – პანდემიამ, შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, სა...
1748590413
საქართველოსაქსტატი: აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5% შეადგინა, 2025 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი კი 8.8%-ით განისაზღვრა
წინასწარი შეფასებით, 2025 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.8%-ით...
1748589554
საზოგადოებათორნიკე გერლიანი ირაკლი ოქრუაშვილზე: ნათესავს უთხრა, თუ აგრესია წამოვა თქვენგანო, აიღო დანა და ანახვა, ამით გამოგჭრითო ყელსო, შენით დავიწყებო და ქალს, ბავშვს, მოხუცს, არავის არ დავინდობო, დაგაყენებთ და თავებს დაგაყრევინებთო
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, დამატებით ტერიტორიებისა და ასეულობით სოფლის ოკუპაციის ფაქტი განიხილება, კოდორის ხეობის მცხოვრებმა თორნიკე გერ...