დიმიტრი ხუნდაძე: „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რეალობას აცდენილი, ტყუილებით გაჟღენთილი და რადიკალური ოპოზიციისათვის წამახალისებელი იყო

 „მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობისათვის და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ საქართველოზე უსამართლო ზეწოლა მოახდინოს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ევრონესტის“ ასამბლეა საქართველოზე ზეწოლისთვის იქნა გამოყენებული.

„ევრონესტის“ ასამბლეა, რომელიც სომხეთში ჩატარდა და მას საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენლობა არ ესწრებოდა, პარტნიორ ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი საქართველოზე, ზეწოლისთვის კიდევ ერთხელ იქნა გამოყენებული. მათ მიერ მიღებული რეზოლუცია რეალობას აცდენილი, ტყუილებით გაჟღენთილი და რადიკალური ოპოზიციისათვის წამახალისებელი იყო. რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. სწორედ ამიტომ, საქართველოს დელეგაციის ასეთ ასამბლეაში მონაწილეობა აზრს კარგავს. ეს არის საქართველოს დამორჩილების გეგმის ნაწილი და ეს ჩვენს ქვეყანაზე მორიგი შემოტევა. თუმცა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს დავიცავთ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, მზად ვართ პარტნიორული ურთიერთობისათვის და არა იმისთვის, რომ ვიღაცამ საქართველოზე უსამართლო ზეწოლა მოახდინოს, არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადოს მაშინ, როდესაც დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არ არსებობს. ეს არ არის პარტნიორული დამოკიდებულება, ეს არის მტრული დამოკიდებულება და ასეთი ურთიერთობის გაგრძელებას უბრალოდ აზრი არ აქვს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეამ გამოაქვეყნა რეზოლუცია, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762015014

ახალი ამბები

ნინო ლომჯარია - უნდა დაიწყოს მომზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, არჩევნები ჩაინიშნება ზეგ, მომავალ გაზაფხულზე, შემოდგომაზე, თუ სამ წელიწადში

 ბოლო წლებში ოპოზიციური სპექტრის მიერ არაერთი შეცდომა იქნა დაშვებული სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე, რამაც „ქართული ოცნების“ რეჟიმის გახანგრძლივებას შეუწყო ხელი. უკვე წლებია, რაც ოპოზიცია კრიტიკ...

ლომჯარია

1762012017

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან - კახა გულედანთან და რევაზ სოხაძესთან ერთად, რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, აჭარის ავტონომიუ...

სხდომა

1762009838

ახალი ამბები

თამთა მეგრელიშვილი თინა ხიდაშელს: როგორც ჩანს, დავალება მიიღე, რომ გააშავო ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი - როდესაც ენა გიბრუნდება და კორუფციის ჭრილში გეკა გელაძეს ახსენებ, ეს მხოლოდ უბინძურესი სპეკულაციაა

 თინა ხიდაშელს მინდა მივმართო: როდესაც ენა გიბრუნდება და კორუფციის ჭრილში შინაგან საქმეთა მინისტრს, გეკა გელაძეს ახსენებ, ეს შენი მხრიდან მხოლოდ უბინძურესი სპეკულაციაა - მეტი არაფერი! - წერს „ხალხის ძ...

თამთა მეგრელიშვილი

1762008546

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლის ახალ სისტემაზე: მსგავსი ინოვაციური მიდგომების მიზანია, შესყიდვების კუთხით სრულიად იყოს გამჭვირვალე სახელმწიფოს მიდგომები

 საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმამთავრობის კორუფციასთან ეფექტიანად ბრძოლის ახალ სისტემაზე მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინოვაციური მიდგომის მიზან...

დავით მათიკაშვილი

1762002357

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის მცდელობის ფაქტზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავა

 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღ...

დაკავება